მეის პოვ:
დღიურის წერას იმდენად შევყევი რომ ეს პატარა გამოკვლევა ჩემთვის ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტი გახდა!
მე ვაკვირდებოდი ცვლილებებს მასში და ჩემში..როგორ იცვლებოდა ჩვენი ურთიერთობის ტიპი,საუბარი და ერთმაეთის თვალებში ყურების პროცესიც კი!
ყველაფერს ვიწერდი უკლებლივ,ისე რომ ეს სამი თვე ისე გავიდა ვერც გავიგე!"შეხვედრა მეორე"2 თვის წინ:
მეორე შეხვედრა იმის შემდეგ რაც ჩვენს შორის პირველ შეხვედრაზე მოხდა ,განსაკუთრებით უხერხული იყო.
სამი დღე გავიდა იმ შეხვედრის შემდეგ და ამ სამი დღის მანძილზე კაბინეტიდან თავი აღარ გამოუყვია!
აღარც ჩხუბით და პრეტენზიებით დამდევდა ყველგან.
ვიცოდი რომ ეს სასიამოვნო უნდა ყოფილიყო წესით ჩემთვის,მაგრამ არა...რატომღაც მოუსვენრად ვიყავი ამ სამი დღის მანძილზე,ვეძებდი მიზეზებს თუ რატომ იჭერდა ჩემთან ასეთ დისტანციას...სცხვენია? ვეზიზღები?
აღარ უნდა დამინახოს?
არ ვიცი,არ ვიცი!
უკვე ათას რაღაცაზე დავფიქრდი და ამ ფიქრის პროცესში გაავაცნობიერე,რომ მგონი იუნგი ჩემთვის სულ ერთი აღარ იყო...რას იტყვით საინტერესო ცვლილებაა ხო?
კი ვიცი,მეც გაკვირვებული ვარ,მაგრამ მივხვდი, რომ იუნგიზე მეტი მინდა ვიცოდე,უფრო მეტად კი მის
"დაზიანებულ ტვინზე"რომლის გამოც მას აღარ შეუძლია სიყვარული იგრძნოს.
ეს მხოლოდ დიდიხნის წინანდელი გაჟონვის ბრალია,თუ რაიმე ტრავმაც არსებობს მისთვის?
მინდა მეტი ვიცოდე ამაზე და უკვე ამხელა ინტერესით ვეღარ ვისვენებ!
იქნებ შემდეგ შეხვედრაზე რამე ინფორმაცია შევიტყო.ესეც შემდეგი შეხვედრა და ჩვენ ერთ-ერთ კაფეში დავგეგმეთ წასვლა,რომელიც ჩემმა დამ მირჩია.
კაფე პატარა იყო და ბევრი ხალხიც არ იყო დიდათ,მხოლოდ ჩვენ და ერთი ორი კაცი კიდე...ალბათ ამიტომ მომეწონა პირველ წამსვე ,როგორც კი ფეხი შევდგი.
"რომელი საათია? გელოდებოდი..."გამარჯობის მაგიერ ეს მითხრა და ცალი თვალით ამომხედა,შემდეგ კი ისევ ტელეფონს ჩააჩერდა...მე ყველაფრის მიუხედავად ღიმილით მივესალმე და მოვიკითხე კიდეც,მაგრამ ჯანდაბა!
ისევ ვერ დავტყუე ვერაფერი,მხოლოდ ერთი "კარგად ვარ"
მითხრა და ეგაა,შენ როგორ ხარ ან რამე ასეთი პირიდან არ დასცდენია!
ასე დიდხანს ვიჯექით,თვითონ ისევ ტელეფონს ჩასჩერებოდა,მე კი გაუჩერებლად ვსაუბრობდი,რათა უხერხულიბისგან ჭკუიდან არ გადავსულიყავი!
მაგრამ სააბოლოდ მისმა სიჩუმემ ჩემში გააღიზიანება გამოიწვია!
"ჰეი,მინ იუნგი !
ამდენს ვლაპარაკობ,ერთხელ მაინც რომ ამოიღო ხმა ,მოკვდები? თავი მაინც მომაჩვენე რომ მისმენ"გაღიზიანებულმა გამოვუცხადე,მკაცრად!
მან კი ისევ იგივე მზერით უბრალოდ ამომხედა და შემდეგ ისევ მზერა ტელეფონისკენ გადაიტანა.
"აჰ...როგორი გამაღიზიანებელი ხარ,ნერვებს მიშლი,საზიზიზღარო პარაზიტოო."
საბოლოდ ყელში ამოსულმა ვეღარ მოვითმინე და საათანადოდ გამოვლანძღე,მაგრამ ყველაზე საშინელი იცით ასეთ მომენტში რა არის?
როდესაც მაინც გაიგნორებენ ასეთ მდგომარებაშიც კი, ნერვები ლამის რომ დაგლეჯვაზე გაქვს!
მან კი ეს გააკეთა,უბრალოდ დამაიგნორა.
ამაზე უკვე ვეღარ მოვახერხე ნერვების დაწყნარება და მაგიდას სასწრაფოდ მოვშორდი.
განცალკევების მიზნით კი საპირფარეშოში შევედი,რათა თავი დამემშვიდებინა,თორემ გეფიცებით ცოტაც და ცხელ ყავას პირდაპირ სახეში შევასხავდი!
YOU ARE READING
🖤 𝙴𝚁𝚁𝚘𝚁☒ : 𝙐𝙣𝙖𝙗𝙡𝙚 𝙏𝙤 𝙇𝙤𝙑𝙀❤️ (16+)
أدب الهواةჩვენი ბედი არასოდეს არაა ჩვენს ხელში,ვის შევიყვარებთ,ვის გვერდით ვიქნებით,ვის ვეტყვით მჭირდები,ვის ვეტყვით თანახმა ვარ. ↣↤↣↤↣↤↣↤ ასეთია ჩვენი სამყარო ახლა! 2*** წელი ,სადაც ყოველი ჩვენგანი პროგრამული ურთიერთობებით ვცხოვრობთ,პროგრამა გვირჩევს ვის გვ...