თავი ოცდამეთორმეტე:მიყვარხარ!

1.9K 179 60
                                    

ხო სანამ დავიწყებ კიდევ გეტყვით ...არ მეწერება ყველაფერი რეალობასთან შესაბამისად, დავწერ
"ჩემებურ "სასამართლოს🤭🤗
გმადლობთ ❤️
☀️☀️☀️☀️☀️☀️☀️☀️☀️☀️☀️☀️☀️☀️☀️

"ეს ის გოგოაა."

"კანონის დამრღვევი "

"მეი"

"მე მაქვს დამამტკიცებელი საბუთი ! სამხილები ,რომლებიც ამტკიცებენ რომ მინ იუნგი დამნაშავე არაა! "
ყველა პირ ღია მიყურებდა,მათ შორის იუნგიც. მე კი ერთადერთი ვიყავი ვინც ამ წამს კმაყოფილი იღიმოდა!
"როგორ ბედავთ ასე შემოჭრას შუა პროცესზე"უეცრად აგრესიული წინადადებით წამოვიდა ჩემსკენ ბელგი,რომელიც აშკარად გაღიზიანდა რომ მოვახერხე და მაინც შემოვედი,მაგრამ არც მე არ დავრჩებოდი ვალში"მე მაქვს უფლება ამ სასამართლოს დავესწრო ,რადგან მნიშვნელოვანი განაცხადი მაქვს...აქ იმისთვის ვარ რომ ჩემი ქმრის,მინ იუნგის უდანაშაულობა დავამტკიცო."ბოლო წინადადება ისე ვთქვი რომ პირდაპირ თვალებში ვუყურებდი გაბედულად და იმასაც გარკვეულად ვხედავდი როგორ მძვინვარებდა მასში მხეცი,რომელიც სამართლის სახელით იმალება მისი სასტიკი ნატურის მიღმა!
"არ მანაღვლებს აქ რატომ ხართ,თქვენ არ გამოცხადით პროცესზე  დროულად რომ თქვენი ქმრის უდანაშაულობა დაგემტკიცებინათ...დრო გავიდა და უკვე გადაწყვეტილებაც მიღოო ბატონმა მოსამართლემ"თქვა და მეტად შეკრა შუბლი,თან ისე რომ ამ დროის მანძილე წინ მედგა და არ მიშვებდა წინ.
"კარგად ვიცი რა თამაშსაც თამაშობთ და არ გამოგივათ,გზიდან გამეცალეთ"უკვე სახიფათო გამოხედვით ვუთხარი,რაზეც მეტად გაბრაზდა ,მაგრამ ადგილიდან მაინც არ მოიცვალა ფეხი. ამაზე კი უკვე ჯონგუკი წამოვიდა წინ.
"როგორც მისი ადვოკატი მოვითხოვ რომ ჩემი დრო დამითმოთ და მომცეთ საშუალება, რომ მტკიცებულელებები წარმოვადგინო ,მინ იუნგის უდანაშაულობის დასამტკიცებლად"პირდაპირ მოსამართლის მისამართით გამოაცხადა,რაზეც უკვე მოსამართლეც ჩაერთო ამაში და მშვიდად გამოაცხადა.
"ბატონო ბელგ ,გამოატარეთ"
ამაზე ცოტახანს მაინც ბრაზისგან გაწითლებული იდგა ბელგი,რაზეც ჯიბრიანი ღიმილით გავიმეორე მოსამართლის ბრძანება"ვერ გაიგე რა თქვა მოსამართლემ,გზიდან გამეცალე"ამის შემდეგ კი არც დავაცადე ისე ავუარე გვერდი.
ადგილზე მისულებმა ,ჯონგუკმა უკვე ფურცლების მომზადება დაიწყო და ასევე ჩანაწერების,რომლებსაც ამ დარბაზში ყველა იხილავდა როგორც დამამტკიცებელი საბუთი.
იუნგის შევხედე და კიდევ ერთხელ
მივხვდი რომ ეს შრომა და ყოველი მცდელობა ამათ ღირდა...იმდენად დაღლილი ჩანდა და ისეთი ფერმკთალი იყო რომ უკვე გასაგები იყო რამდენად გააწვალეს. ამის გამო კი გული მტკიოდა და მეტად მინდებოდა რომ რაც შეიძლება მალე დამემტკიცებინა მისი უდანაშაულობა.
"მეი გავედი ,წარმატებები მისურვე"
მშვიდად გადმომილაპარაკა ჯონგუკმა და ფურცლებით ხელში მაქცია ზურგი. ადგილზე მისულმა კი ყველას თვალი გაადავლო,იუნგის იმედიანი სახით გახედა და დაიწყო"როგორც იცით 3 კვირის წინ ღამით,ცხრის 20 წუთზე (ადგილზე) მოხდა მინ იუნგის დამნაშავედ დაკავება და განყოფილებაში გადმოყვანა,განძრახ მკვლელობის ბრალდებით.
მაგრამ მე მაქვს სამხილები ,რომლებიც ამტკიბენ რომ ეს იყო თავდაცვა და მამაკაცი დიდიხნის მანძილზე უთვალთვალებდა ამ ოჯახს ,ხოლო ამ ჯერად ის იარაღით დაემუქრა ბრალდებულს, ბატონ მინ იუნგის,მან კი თავდაცვის მიზნით მძიმე საგანი ჩაარტყა და გაუთვალისწინებლად მამაკაცს ცუდ ადგილას მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.
იქ მდებარე მაღაზიის ვიდეო კამერა პირდაპირ უყურებს ამ მხარეს და ამ სცენას,სწორედ ახლა წარმოგიდგენთ ამ ჩანაწერებს და თქვენი თვალით ნახეთ."
ეს რომ თქვა კარგად დავინახე როგორ დაკარგა ბატონმა ბელგმა ფერი და როგორ ანერვიულდა!
ამაზე კი მე კმაყოფილმა ჩავიღიმე.
ჯონგუკმა ჩანაწერი მალევე ჩართო და დიდ ეკრანზე და ყველას თვალწინ დაიწყო ის სცენა ,სადაც მხოლოდ ის ჩანს თუ როგორ უმიზნებს ის მამაკაცი იუნგის იარაღს,შემდეგ კი როგორღაც ბოლო მომენტი სადაც იუნგი კაცს ადგას თავზე და მის პულს სინჯავს...ამ დროს მეც იქ ვიდექი,მაგრამ ეს ადგილი არ ჩანს.
როგორც ჩანს ჯონგუკმა გადაწყვიტა რომ ამ საქმეში საერთოდ არ გაამრიოს.
ამ სცენას ყველა ინტერესით უყურებდა და ერთმანეთში განიხილავდნენ. ჩურჩულებდნენ ,თანაც გაუჩერებლად!
მე კი მხოლოდ იუნგის ვუყურებდი,რომელიც ნერვიულობდა..ის ხო განაჩენს ელოდება..ნეტავი გაამართლებენ მის დანაშაულს?
ამაზე ვფიქრობდი მოსამართლის ხმამ რომ დაარღვია ყველას ჩურჩული
"სიმშვიდე დარბაზში! შესვებას ვაცხადებ 20 წუთი...20 წუთში კი გადაწყვეტილებას გამოვაცხადებ,რა ფარგლებში დაისჯება მინ იუნგი,ჩადენილი დანაშაულისთვის"
20 წუთი დიდი არაფერი არაა,მაგრამ თითქოს ეს 20 წუთიც ალბათ ჩემთვის სააუკუნებად გაიწელება,რადგან უკვე ვეღარ ვითმენ!
"კარგად ხარ მეი?"მკითხა დარდიანი თვალებით თეჰიონმა ,რაზეც გამოვფხიზლდი.
"კი,კი...უბრალოდ ვნერვიულობ"ვთქვი და თავი ჩავხარე,რაზეც წელზე მომისვა ხელი.
"არ ინერვიულო,აუცილებლად დავიხსნით"ამაზე მე ღიმილით  ავხედე და თავი დავუქნიე,შემდეგ კი შესვენებისთვის გადავწყვიტე ცოტა მეჭამა,დილიდან არაფერი არ ჩამიდია პირში,ამის გაცნობიერებაზე კი საყვედურიც მივიღე ბიჭებისგან...ამ ნერვიულობაში სულ გადამავიწყდა ჭამა.
საბედნიეროდ ამ პროცესში მალე გაირბინა ამ 20 წუთმა და მალევე დავბრუნდით სასამართლო დარბაზში.
დაძაბულობა იყო და არავინ არ იღებდა ხმას,ყველა მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდა.
"დიდხანს ვიმსჯელე და განვიხილე ჩემს კოლეგებთან ერთად ეს საქმე და სამხილებიც ,რომლებიც ბატონმა ჯონგუკმა წარმოგვიდგინა,ამ ყველაფრის შემდეგ კი გადაწყვეტილება მივიღე."გული გამალებით მიცემდა და უკვე მგონი კანკალიც კი ამიტყდა ამის გამო,მაგრამ უეცრად რომ ხელი ვიგრძენი ხელზე დავმშვიდდი..ეს ნამჯუნი იყო,რომელმაც ხელი ჩამკიდა და ღიმილით შემომხედა,თან ჩუმად მიჩურჩულა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
"გადავწყვიტე რომ ბრალდებული დამნაშავე არაა!
მას არ დაეკისრება სასამართლოს წინაშე სასჯელის ციხეში მოხდა."ამის გაგება იყო ბედნიერებისგან რომ წამოვიყვირე და ფეხზე წამოვხტი!
ვერც გავაცნობიერე რომ ამ დროს უდიდეს დარბაზში ვიყავი,სადაც ბევრი ხალხი იყო!
ამაზე კი იუნგის გავხედე ,რომელსაც გაეცინა..ღმერთო რა მშვენიერია ასე რომ იღიმის. სულ მინდა რომ ამ ღიმილს ვხედავდე მის სახეზე.
შორიდან ვაკვირდები და თან უკვე
ნელ-ნელა მისკენ მივდივარ. მას უკვე პორკილებს ხსნიან,მე კი მეტად ვუჩქარებ ნაბიჯს რომ მალე მივიდე მასთან!
და აი სააბოლოდ მივედი მასთან და არც კი დავაცადე არაფერი,პირდაპირ ძლიერ ჩავეხუტე!
ჩავეხუტე და მჭიდროდ მოვხვიე ხელები კისერზე,მანაც წელზე მომხვია ნაზად ხელები და მის კისერში ჩადებულ თავზე ხელი მშვიდად მომისვა.
უკვე ძლივს ვითმენდი რომ სიხარულისგან არ მეტირა..ისე შემეშინდა რომ ვეღარ ვნახავდი.
"იუნგი...იცი როგორ მომენატრე"ხმის კანკალით ვუჩურჩულე ყურში,რადგან უკვე ტირილს ვაპირებდი,მაგრამ მისი პასუხი რომ გავიგონე სულ დამავიწყდა ყველაფერი და ადგილზე გავიყინე...
"მეც ძაალიან მენატრებოდი მეი"
ეს იყო და ეს ,გაუცნობიერებლად რომ მოვშორდი მის სხეულს და გაფართოვებული თვალებით შევხედე..ვერ ვიჯერებდი რომ ეს მითხრა!
მართლა იუნგია ეს?
"იუნგი ? ეს შენ ხარ? მინ იუნგი?"
გაოცებულმა ხუმრობაში გადავიტანე ეს ყველაფერი ,რაზეც მას გაეცინა და თავის ქნევით მიპასუხა"კი,მე ვარ..მინ იუნგი ვარ,შენი ქმარი"ეს რომ მითხრა მეც გავიცინე და კიდევ ერთხელ ჩავეხუტე.
ხო ვიცი რომ არ გვაქვს ასეთი ურთიერთობა რომ სულ ყოველ წამს ვეხუტოთ და ეს სიახლოვე გამოვხატოთ,მაგრამ იმდენად მომენატრა რომ ხელს ვერ ვუშვებ..რამისა ვუთხრა რომ დღეს ღამით ჩემთან დაიძინოს.
"როგორც ჩანს შენი იმედი ყოველთვის უნდა მქონდეს"უეცრად ეს მიჩურჩულა,რაზეც გამეღიმა
"რა თქმა უნდა,მე ჩემი ვალი დაგიბრუნე,ჩემო გადამრჩენელო "
ამის თქმაზე მისი ჩაცინება მომესმა
"არა...უბრალოდ შენ ხარ ასეთი.
იმდენად გენდობი და იმდენად მაქვს შენი იმედი რომ კლდიდან რომ ვიჩეხებოდე,შენ მოგიხმობ და შენ დაგიძახებ"
როგორი გულღიაა,ვერ ვიჯერებ რომ ეს მართლა ჩემს თავს ხდება..ეს სიტყვები მისგან არასოდეს არ მომისმენია და არც მეგონა როდესმე თუ მოვისმენდი
"ამას ნდობას ეძახიან და კიდევ ერთ რაღაცას"ვუთხარი და მორცხვად ავხედე,რაზეც ღიმილით მკითხა
"რას ეძახიან კიდე?"არ ვიცი თავში რა მიტრიალებდა ,მაგრამ ან ახლა ან კი არასდროს,ეს უნდა ვთქვა!
"მგონი სიყვარულს ეძახიან "
ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ გავიაზრე რა ვთქვი ამ წამს და ავნერვიულდი..მას სიყვარული არ შეუძლია,რას ვაკეთებ?!
ეს მშვენიერი მომენტი სულ გავაფუჭე!
ეს უხერხულობა როგორ გამოვასწორო?! "ხო ,მგონი ეს სიყვარულია"ამაზე ვნერვიულობდი მისმა პასუხმა რომ გამომაფხიზლა და ყველანაირ ფიქრებს მომწყვიტა..ეს მან მართლა თქვა?!
მგონი სიყვარულიაო..ანუ ფიქრობს რომ შევუყვარდი!??
"ეს...ეს რას ნიშნავს? იუნგი"ხმა ამიკანკალდა...ნუთუ..ნუთუ..შევუყვარდი.
"ანუ შეძელი?"უკვე ჩაცრემლილი თვალებით ვკითხე და სულ არ მანაღვლებდა რომ ამ წამს მგონი ყველა ჩვენ მოგვჩერებოდა და გვიყურებდა!
"შევძელი...შემიყვარდი"ეს მშვენიერი სიტყვები მითხრა და ამის შემდეგ ნაზად მაკოცა ....ეს სიზმარია?! რამე ფანტაზიურ სამყაროში ვარ?!! ნუთუ ილუზიაა?!
მხოლოდ ეს კითხვები მიტრიალებდა თავში და თან თითქოს გარშემო უკვე ყველაფერი ტრიალებდა...ყველა და ყველაფერი გაქრა და მხოლოდ მე და იუნგი დავრჩით ამ უდიდეს დარბაზში.

🖤 𝙴𝚁𝚁𝚘𝚁☒ : 𝙐𝙣𝙖𝙗𝙡𝙚 𝙏𝙤 𝙇𝙤𝙑𝙀❤️ (16+)Where stories live. Discover now