თავი მეთოთხმეტე:პეპლები მუცელში🦋

1.5K 188 35
                                    

მეის პოვ:
უკვე 15 წუთი გავიდა რაც ასე ვზივარ...ხელები მკერდზე მაქვს აფარებული და საათს მივჩერებივარ...იუნგი რაც წავიდა,ის გოგოც გაქრა!
არ ვიცი რატომ,მაგრამ იმაზე ვფიქრობ ,რომ ამ წამს მასთან ერთადა...ამის წარმოდგენაზეც კი ვბრაზდები!
მის გვერდით რომ წარმოვიდგენ სისხლი მიდუღდება!
მზად ვარ უკვე რომ ავდგე და აქაურობა დავტოვო,რადგან იმ სულელს ასე არ უნდა დავეტოვებინე,მაგრამ ბოლო წამს იუნგის სახე ბრბოში ამოვიცანი,რომელშიც ამაყად მოაბიჯებდა...ხმას არ გავცემ რომ მიხვდეს თავის საქციელს,აქ რომ დამტოვა საათობით!
"სამწუხაროდ პიჯაკი ვერ ვნახე"
უემოციოდ მითხრა და ჩემს გვერდით დაჯდა,მე კი არაფერი არ ვუპასუხე და დავაიგნორე!
მის გვერდით ასე ჩუმად ვიჯექი და ვუსმენდი როგორ ესაუბრებოდა გვერდით მჯდარ მამაკაცს,უეცრად რომ მის ტუჩთან წითელი ტუჩსაცხის ლაქა შევამჩნიე...პატარა იყო ,მაგრამ დაკვირვების შემდეგ კარგად ამოვიცანი...ესეც ასე..არც ვცდებოდი,იმ გოგოსთან ერთად იყო!
გულის ამრევია ეს ყველაფერი,მაგრამ ამ წამს რაც ყველაზე მეტად მანადგურებს ისაა ,რომ რატომღაც გული მეტკინა ამის გაზრებაზე...ან...ეს...ეს რა არის...გაოცებულმა გავიფიქრე და თვალთან ხელი მივიტანე...ეს ცრემლი იყო.

ამის გააზრებაზე სასწრაფოდ ფეხზე წამოვდექი და მაგიდას მოვშორდი,საპირფარეშოში შევალ და ცოტა თავს დავიწყნარებ,ასე ვერავინ ვერ უნდა მნახოს!
ამის ფიქრში ვიყავი უეცრად რომ სკამიდან ამდგარს ვიღაცამ უკნიდან ხელი ჩამავლო,მე ცალი თვალით გავხედე ამ ვიღაცას,ეს კი რა თქმა უნდა იუნგი იყო"საით?"ეს რომ მკითხა,სასწრაფოდ ხელი გავაშვებინე და ერთი სიტყვით ვუპასუხე"საპირფარეშოში"ვთქვი და სწრაფი ნაბიჯით მოვშორდი მაგიდას.

საპირფარეშოში სარკის წინ ვიდექი და საკუთარ საცოდავ თავს ვუყურებდი...
"რა გემართება მეი?"ვკითხე ჩემს ანარეკლს და შემდეგ ისევ ცრემლით რომ ამევსო თვალები ,თავი ჩავხარე და თვალები მოვხუჭე...გული რატომ მტკივა?
რა მემართება?
რა მემართება?!

🖤 𝙴𝚁𝚁𝚘𝚁☒ : 𝙐𝙣𝙖𝙗𝙡𝙚 𝙏𝙤 𝙇𝙤𝙑𝙀❤️ (16+)Where stories live. Discover now