თავი ოცდამექვსე :გჯეროდეს!

1.7K 167 82
                                    

მეის პოვ:
როგორი ემოციური მომენტია,როდესაც სამართალი ზეიმობს არა?
როდესაც უდანაშაულო ხარ იცი და შემდეგ იმარჯვებ!
ეს შესანიშნავი გრძნობაა...არა,არა მე იუნგი არ მიყვარს?
სულელებო ,მე ის მიყვარს!
ზედმეტადაც კი შემიყვარდა,ცალმხრივად და ტკივილის შიშით გავიქეცი!
უდანაშაულო ვარ,მაგრამ მშიშარა და სუსტი ,არაუშავრს...სიყვარული ერთ დღეს თქვენც მოგადგებათ კარს და მიხვდებით!
თქვენზე ვიძახი ახალგაზრდებო,ამ ანთებული და ზიზღით სავსე თვალებით რომ მიყურებთ!
ან თქვენ? უკვე ისეთ ასაკში ხართ რომ პროგრამამ სიყვარულის შანსი არ მოგცათ?
და ვინც გვერდში გყავთ არც ის არ გიყვართ ხო?
ვიცი,ვიცი ამიტომ ბრაზობთ და მაკრიტიკებთ ალბათ რომ ეს ბოღმა სადმე ამოანთხიოთ,მაგრამ ვაი რომ უკვე თავისუფალი ვარ თქვენი გამოცდისგან.
ჩემი სიმართლე დამტკიცდა.
ხელები მტკიოდა,უკვე იმდენიახია ეს საშინელი ბორკილები მადევს და რომ მომხსნეს სააბოლოდ,ვერც კი წარმოგიდგენიათ რამხელა შვება იყი ეს ჩემთვის!
ერთადერთი რაც პირველი გავაკეთე ეს იუნგისკენ წასვლა იყო,რომელიც ასევე ჩემსკენ მოდიოდა ნელი ნაბიჯით!
სახეზე ღიმილი გადამფენოდა და არ მაღელვებდა თუ მის სახეზეც არ იყო ეს ღიმილი,მე ვიცი რომ მასაც უხარია ,აღარ ვითხოვ ამ ღიმილს!
"იუნგი,გავიმარჯვეთ!"აღელვებული მივუახლოვდი,ისე რომ ჩემს გამომეტყველებას ღიმილი არ შორდებოდა,მან ამაზე მხოლოდ თავი დამიქნია და შემდეგ თვალი რატომღაც ამარიდა და მთლიანად შემათვალიერა,თითქოს ეძებდა რამე ხომარ მჭირდა,ეს კი აშკარად შესამჩნევი იყო!
"დასვენება გჭირდება და სჯობს წავიდეთ.
დედაშენი და მამაშენი მოინახულე,ხუთ წუთს გაძლევ .
მე მანქანაში დაგელოდები"ცივად მითხრა და შემდეგ ზურგი მაქცია და წავიდა.
მას კი თეჰიონიც გაჰყვა,რომელმაც წასვლამდე თვალი ჩამიკრა ღიმილით!
აშკარად ბედნიერი იყო რომ ეს სასამართლო მოვიგეთ,მაგრამ იუნგის რა სჭირს,რატომ იქცევა ისე თითქოს მისთვის სულ ერთია,როდესაც ვიცი რომ ასე არაა.
ამ ფიქრებში გართული ადგილზე ვიყავი გაშეშებული,უეცარ ხმაზე რომ ამ სამყაროს დავუბრუნდი.
"ჩემო გოგო,მეი!"დედას ხმას ყველა ხმაში ვიცნობ...დედა ჩემმი მფარველი ანგელოზია,რომელიც გინდაც გვერდში არ მყავდეს,მის მფარველობას ყოველთვის ვიგრძნობ !
"დედა!"ამხელა გასაჭირის შემდეგ რაც გამოვიარე,ემოციურ ზღვარზე ვიყავი უკვე და მისმა დანახვამ ეს ემოციები უფრო გამიმძაფრა ,ამიტომ უეცრად თვალებიდან ცრემლები წამსკდა!
დედა თბილად ჩამეხუტა,ისე რომ ასევე მეცემოდა მისი ცრემლები სახეზე.
"შვილო მეგონა ვეღარ გნახავდი!
მეგონა საკანში ამოგხდებოდა სული მათ გამო!
ჩემო გოგო,ჩემო ყვავილო,როგორ ვინერვიულე"დედა მოთქმით მეფერებოდა და ტირილს უფრო და უფრო უმატებდა,მე კი ამის შემსწრეს მეტად მიჩუყდებოდა გული და ასევე ტირილს ვეღარ ვიკავებდი.
დედასაც და მამასაც ცოტახანს გამოველაპარაკე და როგირც იუნგის დავპირდი ხუთ წუთში წამოსვლა მომიწია,მაგრამ ორივეს დავპირდი რომ მალე ვინახულებდი.

🖤 𝙴𝚁𝚁𝚘𝚁☒ : 𝙐𝙣𝙖𝙗𝙡𝙚 𝙏𝙤 𝙇𝙤𝙑𝙀❤️ (16+)Where stories live. Discover now