მოკლედ ბოდიშს გიხდით რომ შედარებით დამაგვიანდა დადება...ვინც მიცნობთ გეცოდინებათ რომ წვიმიანი ამინდი ცუდ ხასიათზე მაყენებს და რამდენჯერაც ვცადე დაწყება, ვერ დავწერე 😭
გუშინ კი დაბადების დღე მქონდა და ვერ მოვახერხე😐
ხოდა გადავწყვიტე რომ ხვალაც დავდო ერთი თავი(ნუ ყველანაირად ვეცდები)
ამით კი ჩემი დანაშაული გამოვისყიდო...ისიამოვნეთ🥺💙
ხო კიდე ახლა არ მოითხოვოთ ყველაფერი კანონთან და რეალობასთან შეწყობით..ყველაფერი მეწერება ჩემს გემოზე!
არ მომიშალოთ ნერვები😂
💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙იუნგის პოვ:
განყოფილებაში როგორც კი მიმიყვანეს ,იმ წამსვე გავაცნობიერე წინ რა მელოდა,რადგან ეს კაცი იმდენად ვერ მიტანს,რომ თუნდაც დამნაშავე არ ვიყო,ყველანაირად ეცდება რომ ასე გამომიყვანოს.
მას არ მოსწონს ჩემში ის რომ წარმატებული კაცი ვარ და ყველა პატივს მცემს...არ მოსწონს ის რომ სიტუაცის მიუხედავად მაინც უშიშრად ვზივარ მის წინ და ამაყად ვუცქერ შორიდან.
არ სიამოვნებს ის რომ თვალებში ვერ მიყურებენ მისი თანაშემწეები,რადგან ჩემი ეშინიათ.
არ მაინტერესებს მისი სიძულვილი!
არ მანაღვლებს მისი შური და ბოღმა.
ამ წამს მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რომ ამ ნაბიჭვარმა არ დამაცადა იმის გაგება ,ჩემი შვილი ცოცხალი იყო თუ არა!
აი მეც ვზივარ მის წინ და უკვე ორი საათია ერთი და იგივეს ვისმენ,მაგრამ ჩემი პასუხები ზედმეტად მარტივი და არაფრისმიმცემია მისთვის !
ეს კი მას აგიჟებს და მეტად ანდომებს რომ ჩემზე შური იძიოს და საკანში გამომამწყვდიოს.
მე კი ფეხებს ვაბაკუნებ ნერვიულობისგან და ძირს ვიყურები,არ მაინტერესებს რას მელაპარაკება...ჩემი ფიქრები სულ სხვაგანაა,მეის გვერდით.
YOU ARE READING
🖤 𝙴𝚁𝚁𝚘𝚁☒ : 𝙐𝙣𝙖𝙗𝙡𝙚 𝙏𝙤 𝙇𝙤𝙑𝙀❤️ (16+)
Fanfictionჩვენი ბედი არასოდეს არაა ჩვენს ხელში,ვის შევიყვარებთ,ვის გვერდით ვიქნებით,ვის ვეტყვით მჭირდები,ვის ვეტყვით თანახმა ვარ. ↣↤↣↤↣↤↣↤ ასეთია ჩვენი სამყარო ახლა! 2*** წელი ,სადაც ყოველი ჩვენგანი პროგრამული ურთიერთობებით ვცხოვრობთ,პროგრამა გვირჩევს ვის გვ...