თავი მეთხუთმეტე:მტერი თუ მოყვარე? ❌⭕️

1.7K 192 71
                                    

მეის პოვ:
არ ვიცი რა მომივიდა,მაგრამ მთელ სხეულში რაღაც უცნაურმა გრძნობამ დამიარა,ეს სიამოვნება იყო...ჩემი პირველი კოცნა არ მეგონა თუ ასეთი დამაბნეველი და თან ასეთი სასიამოვნო იქნებოდა...დავიბენი მისი საქციელით,ვერ მივხვდი რატომ მაკოცა,მას ჩემს მიმართ ჯერ ხო არ აქვს გრძნობები!
მის ტუჩებს მოვშორდი და დაბნეულმა შევხედე ,არც კი ვიცოდი რა მეთქვა,რა პასუხი გამეცა,ამ წამს გაურკვევლობაში ვიყავი...მაგრამ პატარა ხმაურზე ,მის თვალებს მზერა მოვაშორე თუ უკან გავიხედე თუ არა,იქ ის ძუკნა ბრი დამხვდა...გაფართოვებული თვალებით გვიყურებდა,რომლებიც მრისხანებით ჰქონდა სავსე...ჯანდაბა...ახლა გასაგებია რატომ მაკოცა,მის დასანახად რა თქმა უნდა!
ესეც მისი პატარა წარმოდგენის ნაწილი იყო!
ამის გააზრებაზე ,იმედგაცრუებულმა მზერა ისევ იუნგიზე გადავიტანე და უნებურად გული მეტკინა,თან ძაალიან მეტკინა...მე კი მეგონა ეს კოცნა ნამდვილი იყო.
"შეგვიძლია ამჯერად წავიდეთ?"
ზიზღით ვიკითხე,ისე რომ მიმხვდარიყო რომ ვიცი რატომაც ჩააიდინა ეს და რატომ მაკოცა.
"კარგი წამოდი"მითხრა და დაბნეული გამიძღვა წინ.

მთელი გზა არც ერთს არ ამოგვიღია ხმა,მხოლოდ ჩუმად ვფიქრობდით და საკუთარ აზრებში ვიყავით ჩაკარგულები...ვერ ვიჯერებ რომ ასე მომექცა,მე კი ერთ წამს მეგონა რომ ეს კოცნა ნამდვილი იყო...რატომ მტკივა გული?
ნუთუ მართლა მიჩნდება მის მიმართ გრძნობები...არა...არა...ეს გრძნობები უნდა ვაკონტროლო,საჭიროა ჩემთვის და ჩემი გულისთვის.

არ მინდა ერთხელ შემიყვრდეს და ეგეც გული მეტკინოს.

მაგრამ რატომ მე?! რატომ ამირჩია პროგრამამ მაინც და მაინც ისეთი კაცი,რომელსაც სიყვარული არ შეუძლია,ასე რატომ გამწირა?
როგორ შეიძლება ასე ცხოვრება გავაგრძელო!

სახლში მისულმა უსიტყვოდ ავუარე გვერდი და პირდაპირ ჩემი ოთახისკენ დავიძარი.
კაბა სხეულიდან მოვიცილე და პირდაპირ ცივ საწოლში ჩავწექი...შინაგად მციოდა,სხეული სულ გაყინული მქონდა და ვკანკალებდი...თვალები დახუჭული მქონდა და დაძინებას ვცდილობდი,თან კი ვფიქრობდი ყველაფერზე რაც ამ ერთი თვის მანძილზე გადამხდა და რა თქმა უნდა დღევანდელ ღამეზეც..გული სევდით მევსებოდა და ვხვდებოდი რომ უკან დასახევი გზა აღარ იყო...მე მეყვარება კაცი,რომელსაც არ ვეყვარები.

🖤 𝙴𝚁𝚁𝚘𝚁☒ : 𝙐𝙣𝙖𝙗𝙡𝙚 𝙏𝙤 𝙇𝙤𝙑𝙀❤️ (16+)Where stories live. Discover now