მეის პოვ:
მთელი ღამე არ მეძინა ,იმის შემდეგ რაც იუნგისგან მოვისმინე.
მართლა ვფიქრობდი უკვე,იქნებ არის იმის შესაძლებლობა. რომ ის მამაკაცი სწორედ ისაა ვისზეც მითხრა რომ ძებნაშია,ანუ საკმაოდ სახიფათო ადამიანი .
არ ვიცი როგორ მოვერევი ამ შიშს,მაგრამ გული მიგრძნობს რომ ისე თავისუფლად აღარ ვიქნები ჩემს სახლში.
ახლაც კი თავს ისე ვგრძნობ თითქოს ვიღაც მითვალთვალებს,გეფიცებით სულ ასეთი გრძნობა მაქვს.
მაგრამ იუნგი...იუნგი უფრო მეტ საფიქრალს მიჩენს თავისი საქციელით...რატომ მექცევა ასე?
რატომ გახდა ასეთი ყურადღებიანი და მზრუნველი?
მე სულ სხვანაირი მეგონა თავიდან...ცივი და უხასიათო,ამავდროულად ვერც გავიფიქრებდი რომ ასეთი სახალისო იყო მის გვერდით ყოფნა!
მაგრამ დღევანდელი დღით თუ ვიმსჯელებთ ,თუ როგორ ეთამაშებოდა ბავშვებს...აშკარად სხვანაირია და მის შესახებ ვცდებოდი.არასასიამოვნოდ გამითენდა დილა ,რადგან პირველი რაც ვიგრძენი სიცივე იყო.
გარეთ საშინლად წვიმდა და ამის შედეგად ,საშინლად ციოდა ოთახში და ჩემი დისშვილების დამსახურებით ,ზედ არაფერი არ მეფარა!
საათს დავხედე და ჯერ მხოლოდ
8-ის ნახევარი იყო,რაც იმას ნიშნავს ,რომ საკმაოდ ადრიანად გამეღვიძა.
"ახლა იუნგისაც ეძინება"ჩავილაპარაკე და გადავწყვიტე ,პირველ სართულზე ჩავსულიყავი და მარტოს დამელია ყავა,საკუთარ ფიქრებთან ერთად.ფანჯრიდან წვიმით გადაფარული ეზო მოჩანდა,ოთახში სიჩუმე იყო და მხოლოდ წვიმის ხმა ისმოდა.
ცხელ ყავას მშვიდად მივირთმევდი და ისევ მილიონ რაღაცაზე ვფიქრობდი,უეცრად რომ იუნგის ხმამ მიიქცია ჩემი ყურადღება...
"დილა მშვიდობის"ხალათი ეცვა და ახალ გაღვიძებულზე სულ სხვანაირად გამოიყურებოდა...საყვარლად.
"დილა მშვიდობის"დაბნეულმა ვუპასუხე მეც და თვალი გავადევნე,იქამდე მანამ წინ არ დამიჯდა და უეცრად,სრულიან მოულოდნელად ჩემი ჭიქა აიღო და ყავა მოსვა,რაზეც დაბნეული ვუყურებდი .
"ზედმეტად ტკბილია"
ჩაილაპარაკა და ჭიქა ისევ წინ დამიდო,რაზეც ჯერ ჭიქას დავხედე,შემდეგ ისევ მას და ვუპასუხე.
"ხოო? როგორც მახსოვს ეს ჩემი ყავაა,სავარაუდოდ ტკბილი ამიტომ იყო ,მაგრამ ბატონო იუნგი თქვენც იგივეს გირჩევთ...სიტკბო არ გაწყენდათ"ვუთხარი წარბის აწევით და ღიმილით მოვსვი ყავა,რაზეც უეცრად ჩემსკენ გადმოიწია.
"ეს რჩეევაა თუ გაფრთხილება?"იკითხა მომღიმარმა,მე კი მისი სიახლოვით დაძაბულმა ,დაბნეული ხმით ვუპასუხე.
"თქვენ როგორც ჩათვლით"
ეს რომ ვუთხარი ჩაიცინა და ისევ უკან მიეყრდნო სკამს.
YOU ARE READING
🖤 𝙴𝚁𝚁𝚘𝚁☒ : 𝙐𝙣𝙖𝙗𝙡𝙚 𝙏𝙤 𝙇𝙤𝙑𝙀❤️ (16+)
Fanfictionჩვენი ბედი არასოდეს არაა ჩვენს ხელში,ვის შევიყვარებთ,ვის გვერდით ვიქნებით,ვის ვეტყვით მჭირდები,ვის ვეტყვით თანახმა ვარ. ↣↤↣↤↣↤↣↤ ასეთია ჩვენი სამყარო ახლა! 2*** წელი ,სადაც ყოველი ჩვენგანი პროგრამული ურთიერთობებით ვცხოვრობთ,პროგრამა გვირჩევს ვის გვ...