თავი მეექვსე-გულის სიღრმეში ვინ ვართ?

1.9K 179 55
                                    

იუნგის პოვ:
უკვე შუა დღე იყო ,სამსახურში ვიყავი და ჩემს საქმებზე ორიენტირებულს ,ისიც კი არ მახსოვდა ვინ იყო მეი და რა გამოვიარე გუშინდელ დღეს.
ნუ არა საჭირო ინფორმაცია როგორც წესი მავიწყდება,მაგრამ ეს იქამდე იყო ,მანამ მან თვითონ არ შემახსენა თავი!
"ბატონო იუნგი,შეიძლება?"ღიმილით შემოყო ჩემს თანაშემწემ მაიკმა თავი ,რაზეც მობეზრებული სახით დავეთანხმე.
"შემოდი."
მაიკიც შემოვიდა თუ არა ჩემს წინ პირველ კლასელივით დადგა და მომღიმარმა ისეთი რაღაც მითხრა ,რასაც საერთოდ არ მოველოდი.
"ბატონო იუნგი ,აქ იმისთვის ვარ რომ დანაბარები გადმოგცეთ.
თქვენთან ვიღაც მეიმ დარეკა და მითხრა რომ თქვენი მომავალი ცოლია"
თვალები გამიფართოვდა მოსმენილით და სასწრაფოთ მოვწყდი იმას რასაცც ვაკეთებდი!
ასე თავისუფლად და ღიაად საუბრობს ჩვენს მომავალ ურთიერთობაზე?
მე კი კარგად მახსოვს რომ ამის გაგონებაც არ უნდოდა,რა შეიცვალა?
"რა უნდოდა?"
მშვიდად ვკითხე,მაგრამ შინაგანად ბრაზისგან ვკანკალებდი !
სულ არ მინდა ჩვენს ქორწინებამდე ვინმემ იცოდეს, არც იმაზე მინდა იცოდნენ რომ ის ჩემმი საცოლეა და პროგრამამ ის აირჩია ჩემმთვის!
ამის მომღიმარ სახეს შეხედეთ ერთი!
რა უხარია ასე.
"ისეთი არაფერი,მხოლოდ გადმოგცათ რომ როგორც კი მოიცლით დაუკავშირდეთ"
რა უნდა!
რატომ უნდა ჩემთან დაკავშირება!
"აჰ...სულელი გოგო"ჩუმად ჩავილაპარაკე გაღიზიანებულმა და შემდეგ მაიკს მივუბრუნდი.
"დაურეკე და მასთან დამაკავშირე ,ახლავე!"
ამის გაგებაზე ისიც სასწრაფოთ დამეთანხმა და კაბინეტი სირბილით დატოვა.

სულ რაღაც ორიოდე წამში ჩემი ტელეფონიც აწკრიალდა და მივხვდი რომ ის იყო.
ყურმილი ავიღე და დუმილით მივესალმე,ანუ ხმა არ ამომიღია,თვითონაც არაფერს არ იძახდა და ცოტახანს ასე ვიყავით,მაგრამ ბოლოს თვითონ ამოიღო ხმა
"ალო...გესმის?"

"კი"

"ჩუმად რატომ იყავით?"

"ასე მომინდა და საერთოდაც ამაზე არ დამირეკავს თქვენთან,იმიტომ დაგირეკე რომ გავიგო რას აკეთებთ!?"
ცოტა მკაცრად მოვთხოვე პასუხი,რაზეც ცოტახანს არ მიპასუხა.
"რას გულისხმობთ?"

🖤 𝙴𝚁𝚁𝚘𝚁☒ : 𝙐𝙣𝙖𝙗𝙡𝙚 𝙏𝙤 𝙇𝙤𝙑𝙀❤️ (16+)Where stories live. Discover now