თავი ოცდამეშვიდე:როდესაც გული გრძნობს.

1.9K 168 116
                                    

სანამ დავიწყებ გაგაფრთხილებთ(მგონი იცით კიდეც) ეს თავი იქნება ინტიმური სცენების შემცველი😂🙈
(ვერ გეტყვით რამდენაც კარგად გამოვიდა,მაგრამ იმედია ისიამოვნებთ!)
დავიწყოთ!!❤️
💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙

იუნგის პოვ:
მთელი ღამე არ მეძინა,რადგან ფიქრები არ მასვენებდნენ და როგორც უდიდესი სასჯელი თან მდევდნენ,როგორც კი თვალს ვხუჭავდი.
მეიზე ვფიქრობდი,ჩემზეც,ჩვენს მომავალზე და ასევე ბავშვზე ,რომელიც გაჩნდებოდა,მაგრამ სანამ აქამდე მივალთ ჯერ კიდევ ბევრი თავსატეხი გველოდება.
როგორ იგრძნობს თავს ბავშვი ისეთ ოჯახში,რომელიც უცხო და შემზარავი გრძნობებითა სავსე...მე და მეი ერთმანეთის პირისპირ ყოველთვის რაღაც გაუგებრობას და ქაოს ვქმნით ,რადგან არ ვიცით სიყვარული...უფრო სწორედ მე არ ვიცი.
დღეს მანქანაში ზედმეტი მომივიდა და კარგად ვხედავდი მის თვალებში სევდას და შიშს,მაგრამ ვერ გავჩერდი და თავი ვერ გავაკონტროლე...ყველაფერი მაშინ გაავანალიზე სახლში რომ დავბრუნდით!
ოთახში სულ მარტო დავრჩი,სუსტი ნათების გამო კი სიბნელეში მეტად თამამად შევიგრძენი ნეგატიური ემოციები,იმის გამო რაც ჩავიდინე.
გაავაცნობიერე რომ ზედმეტი მომივიდა და ვინანე,ამიტომ მეის მივაკითხე სააბოლოდ და ბოდიში მოვუხადე,მაგრამ ახლა უფრო მეტად მიჭირს დაძინება!
რატომ ვერ ვწყვეტ ფიქრს?!
ადრე მხოლოდ სამსახურზე ვფიქრობდი და ჩემს საქმეზე,მაგრამ ახლა ერთადერთი რაზევ ფიქრი შემიძლია ჩვენი პრობლემაა,მე და მეის პრობლემა!
რადგან პროგრამა არ ამართლებს და ორივე საფრთხეში ვართ...არადა კარგად ვხვდები რომ ეს ჩემი დანაშაულია და არა მეისი!
ეს მე ვერ შევძელი დღემდე მისი შეყვარება.
არ მეგონა თუ ერთ დღეს ეს საკითხი ჩემს ცხოვრებაში პირველ ადგილს დაიკავებფა ,მაგრამ აი მეც.

მეორე დილით გადავწყვიტე სამსახურში წავსულიყავი,რადგან ამ მდგომარეობაში ვერ ვუყურებ მეის...ზედმეტად უხერხულია უკვე ერთ სახლში ყოფნაც კი!
რადგან ერთადერთი რაზეც ვფიქრობთ ისაა რომ მალე იმის გაკეთება მოგვიწევს რაც ასე ძლიერ არ გვინდა არც ერთს!
გამზადებული ჩავედი პირველ სართულზე და მეიც მისაღებში დამხვდა.
უხერხულად მომესალმა და შემდეგ თვალი ამარიდა ,მეც ასევე თავს უხერხულად ვგრძნობდი და გადავწყვიტე სასწრაფოთ დამეტოვებინა აქაურობა!
მაგრამ გასვლამდეც თავს დავაძალე და მეის ვუთხარი.
"მეი ერთ კვირას გაძლევ,მოემზადე და კვირა საღამოს ვცადოთ "ამხელა კაცი ვარ და თანაც ყოველთვის თამამი და თავდაჯერებული ვიყავი!
არასოდეს მცხვენოდა იმის რასაც ვიძახდი ,მაგრამ ახლა?
ამ წამს შემრცხვა ეს სიტყვები რომ ვუთხარი,რადგან ეს თემა ასეთი ღიად არ უნდა განიხილებოდეს,მაგრამ ჩვენს სიტუაციაში ვაი რომ არჩევანი არ გვაქვს!
მეის საერთოდ ჩემზე მეტად შერცხვა და მთლიანად გაწითლდა სახეზე...შემდეგ კი მხოლოდ თავის დაქნევა მოახერხა სირცხვილისგან!
ამის შემდეგ მეც ზურგი ვაქციე და სწრაფი ნაბიჯით გავეცალე...უკვე ცუდად ვიყავი და სუნთქვა მიჭირდა,ამაზე ფიქრით კი მანერვიულებს!
მეი ჩემთვის სულ ერთია?
არა,უკვე ვიცი რომ არა!
ვიცი რომ არ მიყვარს,მაგრამ რაღაცას წარმოადგენს ჩემთვის,ეს უცხო გრძნობაა და არ ვიცი უბრალოდ როგორ ავხსნა!
სხვასთანაც მქონია ინტიმური კავშირი,ვინ მოთვლის,მაგრამ ასე არავისზე არ მინერვიულია!
თავი ყველაზე დიდი სულელი მგონია ამის გამო,მაგრამ კონტროლს ვერ ვუწევ ამას.
ამაზე ვნერვიულობდი სააბოლოდ რომ მივახწიე ჩემს კომპანიამდე და პირდაპირ თეჰიონისკენ გავეშურე ,რომელიც ჩემს კაბინეტში მეგულებოდა!
საბედნიეროდ ამ საქმეში ისე გაერკვა რომ იქამდე სანამ მე არ მეცალა ,ის მართავდა კომპანიას.
ალბათ ამიტომ უფრო ვცემ ხმას,თორემ მასზე ძაალიან ვიყავი გაბრაზებული!
საბედნიეროდ თეჰიონი აცნობიერებს თავის დანაშაულს და ხვდება რომ ზედმეტად ჩაერია,ამიტომ ამის გამო ბევრჯერ მომიხადა ბოდიში,მაგრამ ნამჯუნი ჯერ არ ვიცი რას იზავს.
დიდიხანია არ მინახავს,მაგრამ მასთან შეხვედრა და საუბარი მინდა,მასზე ძაალიან გაბრაზებული ვარ.

🖤 𝙴𝚁𝚁𝚘𝚁☒ : 𝙐𝙣𝙖𝙗𝙡𝙚 𝙏𝙤 𝙇𝙤𝙑𝙀❤️ (16+)Where stories live. Discover now