მიუხედავად საშინელი განწყობისა, ადელინა ზანტად წამოდგა საწოლიდან. იქვე მწოლიარე ფუმფულა ხელში აიტაცა და მთელი ძალით აკოცა. განწყობა მცირედით აუმაღლდა. ფუმფულა კატა იყო. ის ერთადერთი იყო რაც ზეინისგან შემორჩენოდა. ამიტომაც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა.
შავი, ფართო შარვალი და მოკლემკლავიანი შავი მაისური ჩაიცვა. თმა ჩამოივარცხნა, შემდეგ უბრალოდ შეიკრა, ფუმფულა ხელში აიტაცა და ოთახი დატოვა.
- ახლა შენი ჭამის დროა. _ სამზარეულოში შესვლის თანავე ფუმფულა ძირს დასვა. კარადა გამოაღო, დიდი ყუთი ხელში მოიქცია და ოთახის კუთხეში გადაინაცვლა. ლურჯ ჯამში, რომელზეც გარკვევით ეწერა "ფუმფულა" საჭმელი ჩაყარა და ყუთიც კვლავ თავის ადგილას დააბრუნა.
ყავა მოიდუღა და ოთახი ყავით ხელში დატოვა. ჯერ თავის ოთახში შევიდა და კომოდის უჯრიდან პატარა გასაღები ამოიღო, შემდეგ კი კიბეებზე აირბინა და პატარა კარი გასაღების მეშვეობით გააღო.
ოთახი პატარა იყო, შიგნით კი უამრავ დიდ ყუთს დაეკავებინა ადგილი.
- კარგი. დალაგება არ აწყენდა. _ ჩაილაპარაკა ადელინამ და ყუთების გადმოწყობას შეუდგა.
ერთი საათი გასულიყო, ადელინას კი ჯერ მხოლოდ რამოდენიმე ყუთი გაეხსნა. საჭირო ნივთები მხოლოდ ერთ ყუთში მოექცია, დანარჩენი კი ცალკე დაეწყო.
შესვენება გადაწყვიტა, ამიტომაც კვლავ სამზარეულოში დაბრუნდა. ჭიქაში წვენი ჩამოისხა და უცბად ჩაცალა. შემდეგ კიდევ ერთი ჭიქა დაისხა და კვლავ ოთახში აირბინა.
დიდ ყუთს ხელი ჩაავლო და მისკენ მიაჩოჩა. წვენით ნახევრად სავსე ჭიქა გვერდით დაიდო და ყუთი გახსნა.
გული შეეკუმშა. უეცრად ყუთში მოთავსებულმა ნივთებმა ადელინას სუნთქვა შეაწყვეტინა. მოწოლილმა ნოსტალგიამ, თბილმა, სახალისო და ამავდროულად სევდიანმა მოგონებებმა გოგონა ერთ ადგილს მიაჯაჭვა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
je t'aime || Z.M ||
Fanfiction"ძვირფასო ადელინა" " ვიცი საშინლად მოვიქეცი.. ჩემს მიერ დადებული პირობა გავტეხე და მიგატოვე.." " რომ შემძლებოდა.. არასდროს.. არასდროს მიგატოვებდი ადელ.." " მიყვარხარ ფერადო, ფრანგო გოგონა.. მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.."