შარლოტას შემდეგ ადელმა მამისგანაც მიიღო საჩუქარი. შუადღისკენ კი მას მიშელმა მოაკითხა და უთხრა, რომ სწრაფად გამოწყობილიყო. ადელიც უსიტყვოდ გაემზადა. დედას მიერ ნაჩუქარი კაბა ჩაიცვა, ყელზე კი მას მოყოლილი ყელსაბამი გაიკეთა. ტუჩებზე უფერული ტუჩსაცხი წაისვა. თმა ნახევრად აიწია, ნახევარი კი ჩამოივარცხნა. თეთრი ფერის კედები ამოიცვა და მხოლოდ ამის შემდეგ განუცხადა მიშელს, რომ წასასვლელად მზად იყო.
მეგობარმაც არ დააყოვნა. სწრაფად ჩასჭიდა დაქალს ხელი და სახლი სასწრაფოდ დაატოვებინა. გზაში ადელი თითქმის ყოველ წუთში იმას კითხულობდა, თუ სად, ან როდის მოვიდოდნენ. მიშელის პასუხი კი ყოველთვის ერთი და იგივე იყო:
- მალე მივალთ და ყველაფერს გაიგებ ადელ..
როდესაც თანდათან დანიშნულების ადგილს უახლოვდებოდნენ, მიშელმა ადელს თვალებზე ნაჭერი აახვია. გოგონამ კი ამაზე წუწუნი დაიწყო.
ადგილი სადაც ისინი მიდიოდნენ სახლიდან ერთი საათის სავალზე იმყოფებოდა და პატარა სახლს წარმოადგენდა.
სახლი თეთრი ფერის, ერთ სართულიანი შენობა იყო. მის წინ პატარა ჰამაკი მოეთავსებინათ. ასევე მაგიდა და მის გარშემო შემოწყობილი სკამები. სახლის კარი ღია იყო და იქიდან მოუთმენელი დემიენი იჭყიტებოდა.
დემიენი მაღალი, გამხდარი ბიჭი იყო, ყავისფერი ოდნავ ხვეული თმითა და ცისფერი თვალებით. სწორი ცხვირითა და თხელი, წითელი ტუჩებით. ასევე სქელი წარბებითა და მკრთალი ჭორფლებით.
ადელი ხელებს აფათურებდა, მიშელი კი უმეორებდა, რომ არ ეღელვა, წინ ის გაუძღვებოდა და არ დაუშვებდა, რომ რამეს შესჯახებოდა ან წაქცეულიყო.
თუმცა ადელი რის ადელი იყო, რომ არ ეფრთხილა. სწორედ ამიტომ აფათურებდა ხელებს ყოველი ნაბიჯის გადადგმის წინ.
საბოლოოდ კარამდე მშვიდობით მივიდნენ და ადელმაც ამოისუნთქა.

ВЫ ЧИТАЕТЕ
je t'aime || Z.M ||
Fanfic"ძვირფასო ადელინა" " ვიცი საშინლად მოვიქეცი.. ჩემს მიერ დადებული პირობა გავტეხე და მიგატოვე.." " რომ შემძლებოდა.. არასდროს.. არასდროს მიგატოვებდი ადელ.." " მიყვარხარ ფერადო, ფრანგო გოგონა.. მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.."