იმედგაცრუება ერთ-ერთი ყველაზე მწარე რამ არის, რაც კი შეიძლება ადამიანმა განიცადოს.
***
ადელინასა და ზეინის ისტორია არ ყოფილა ზღაპრების მსგავსი.
მათი ისტორია არ ყოფილა ის უკანასკნელი, რომელიც " ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად.." - ის მსგავსად დასრულებულა.
მათ ისტორიას უფრო მეტად "იყო და არა იყო რა. " შეშვენოდა. რადგანაც სწორედ ასეთივე სიტყვებით დასრულდა ის.
***
მანქანიდან გადმოსულმა, ზეინის მშობლებმა და ადელინას დედამ, მთლიანად გაანადგურეს ადელინა.
მიუხედავად იმისა, რომ მუხლები ეკეცებოდა, მაინც გაიქცა მანქანისკენ და შიგნით ზეინის ძებნას შეუდგა.
- ის თქვენთან არის? მითხარით, რომ თქვენ მოიყვანეთ!
- ზეინ! _ მანქანაში ყვიროდა შეშლილივით და უშედეგოდ ეძებდა მას.
- ადელ.. _ ქალი ფრთხილად მიუახლოვდა საკუთარ შვილს და გულზე მიიხუტა.
- დედა.. ზეინი სად არის? ის არ მიმატოვებდა! ვიცი! _ ტირილს აყოლებდა ბგერებს, თუმცა ესეც კი არ შველოდა ტკივილის შემსუბუქებაში.
მასში რაღაც დიდი ხდებოდა. რაღაც აფეთქების მსგავსი, რაც თანდათან კლავდა.
თუმცა არა ფიზიკურად..
- ის.. ჩვენთან იყო მოსული. _ ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა ზეინის მამამ. - გაბრაზებული ჩანდა.. არ მინდა ვიფიქრო, რომ თავს რაიმე დაუშავა..
- არა! ამას რატომ ახსენებთ ყოველ წამს?! უბრალოდ გაჩუმდით! _ კვლავ წამოიყვირა ადელინამ და დედის მკლავებიდან დაიხსნა თავი.
სირბილით დაბრუნდა კვლავ სახლში და ზეინის ოთახს მიაშურა.
სწრაფად შეაღო კარი, ხოლო როგორც კი შიგნით შევიდა საკეტით ჩაკეტა ის და კართან ჩაიმუხლა.
მოზღვავებული ბრაზის გამო, ფეხზე წამოდგა და ოთახში ნითვების დამსხვრევას მოყვა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
je t'aime || Z.M ||
Fanfiction"ძვირფასო ადელინა" " ვიცი საშინლად მოვიქეცი.. ჩემს მიერ დადებული პირობა გავტეხე და მიგატოვე.." " რომ შემძლებოდა.. არასდროს.. არასდროს მიგატოვებდი ადელ.." " მიყვარხარ ფერადო, ფრანგო გოგონა.. მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.."