სახლში დაბრუნებულ ადელინას ოთახში, საწოლზე წამომჯდარი მიშელი დახვდა.
- დედაშენს არცერთხელ უკითხიხარ. გადავრჩით! _ წამოიძახა და დაქალს თავისთან უხმო. - დაჯექი და ყველაფერი მომიყევი. შენი სახის გამომეტყველებიდან თუ ვიმსჯელებთ.. რაღაც კარგი მოხდა. _ წარბები მაღლა აზიდა მიშელმა და კიდევ ერთხელ უთხრა ადელს, რომ თხრობა დაეწყო.
მას შემდეგ რაც ადელინამ მიშელს ყველაფერი უამბო, დაახლოებით ერთი საათი მიშელი აქეთ იქით ხტუნავდა და მხოლოდ ერთ რამეს იძახდა.
- " ვიცოდი! ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა! ღმერთო რა მაგარია! "
ადელინა ღიმილით შესცქეროდა დაქალს, თუმცა ფიქრებით ჯერ კიდევ ზეინთან იმყოფებოდა.
ამჯერად ღამის ორი საათი სრულდებოდა, ადელინა კი ვერაფრით იკარებდა ძილს. ერთ მხარეს ფუმფულა ეწვა, მეორე მხარეს კი ზეინის მიერ ნაჩუქარი თოჯინა.
უბრალოდ კედელს მიშტერებოდა და შიგნიდან მთელს რაღაც ავსებდა. რაღაც საშინელი გრძნობა რაც ყელამდე სწვდებოდა და ნელნელა ახრჩობდა.
დაზუსტებით ისიც კი არ იცოდა კიდევ შეძლებდა თუ არა ზეინის ნახვას. ეს კი მაშინვე სევდას ჰგვრიდა. ჯერ მხოლოდ საათები გასულიყო ზეინის წასვლიდან და ადელინას უკვე ძალიან ენატრებოდა ის.
საბოლოოდ ფიქრებით გადაღლილმა სამზარეულოში ჩასვლა გადაწყვიტა. საწოლიდან წამოდგა და ოთახი ჩუმი ნაბიჯებით დატოვა. კიბეებზე ჩავიდა და გაკვირვებული შეჩერდა, როდესაც შეამჩნია, რომ სამზარეულოში შუქი ენთო. წარბები შეჭმუხნა, გარემო მოათვალიერა და კვლავ ფეხაკრეფით გაუყვა დარჩენილ გზას. სწრაფად შეიჭყიტა სამზარეულოში და იქვე მდგარი დედის დანახვისას უეცრად წამოიკივლა.
- ღმერთო ჩემო! ადელინა! _ შეშინებულმა ქალმა გულზე ხელი მიიდო და ღრმად სუნთქვას მოჰყვა.
- არ მეგონა თუ გეღვიძებოდა. _ ჩაილაპარაკა ადელინამ და ამოისუნთქა. მაგიდას მიუახლოვდა და სკამზე ჩამოჯდა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
je t'aime || Z.M ||
Fanfiction"ძვირფასო ადელინა" " ვიცი საშინლად მოვიქეცი.. ჩემს მიერ დადებული პირობა გავტეხე და მიგატოვე.." " რომ შემძლებოდა.. არასდროს.. არასდროს მიგატოვებდი ადელ.." " მიყვარხარ ფერადო, ფრანგო გოგონა.. მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.."