4.

108 10 1
                                    

ბიჭი და ადელინა პარიზის ქუჩებში მისეირნობდნენ. მსახიობი პირს არ აჩერებდა. თითქმის ყველაფერზე ლაპარაკობდა რაც კი გაახსენდებოდა. ადელინა კი უსმენდა და მის სასაცილო ისტორიებზე ეცინებოდა.

ტელეფონის ხმამ გოგონა ბიჭის ისტორიებს მოსწყვიტა. გოგონამ ჩანთა გახსნა და მობილური ამოიღო. ეკრანზე "მიშელი" ეწერა.

ადელინამ ზარს უპასუხა და ტელეფონი ყურთან მიიდო, თან მის გვერდით მომავალ ბიჭს გახედა.

საუბარი დიდხანს არ გაგრძელებიათ. მან ფრანგულად მხოლოდ ის უთხრა, რომ როდესაც მივიდოდა ყველაფერს უამბობდა, შემდეგ კი ტელეფონი გათიშა.

- ბოდიში. რომ არ მეპასუხა ცუდ დღეში ჩამაგდებდა. _ სიცილით მიუგო ადელმა ბიჭს.

- არაფერია. _ საპასუხოდ მიუგო მსახიობმა.

- მოვედით. _ თქვა და ბიჭს ქუჩის კუთხეში მდგარ შენობაზე ანიშნა.

- ეს არის?

- ჰო. დიონის სანაყინე პარიზში საუკეთესოა. _ ღიმილით თქვა ადელინამ და შენობაში შევიდა. მას მსახიობიც მიჰყვა.

- დიონ! _ შესვლისთანავე ხმამაღლა წარმოთქვა ადელმა სახელი და იქვე მდგარ ბიჭს მოეხვია. ეს დიონი იყო.

ის გამხდარი, მაღალი ბიჭი იყო. წითური თმითა და ჭორფლებით. ყავისფერი თვალებითა და ვარდისფერი ტუჩებით. სახეზე ღიმილი გამოსახვოდა და ძველ მეგობარს ეხვეოდა.

- bonjour Dion! (გამარჯობა, დიონ)

- bonjour Adelina! _ ღიმილით წარმოთქვა დიონმა.

ადელინა და დიონი ფრანგულად საუბრობდნენ, მსახიობი კი ხან ერთს, ხანაც მეორეს გაკვირვებული მისჩერებოდა.

- ფრანგული უნდა მესწავლა. _ ჩაიბურდღუნა და თავი დააქნია.

ადელინას გაეცინა. დიონმა ისინი მაგიდასთან დასვა და შეკვეთის ასაღებად მოემზადა.

- მე შოკოლადის ნაყინი მინდა. - თქვა მსახიობმა და კვლავ დიონს მიაჩერდა.

je t'aime || Z.M ||Место, где живут истории. Откройте их для себя