ის დღე მალევე მიიწურა და მას ახალი დღე მოჰყვა. ახალი შესაძლებლობებითა და თავგადასავლებით.
საუზმის შემდეგ, ზეინი უეცრად გაუჩინარდა. ადელინამ უამრავჯერ დაურეკა მას, თუმცა ზეინი ტელეფონს არ პასუხობდა. ამის გამო გოგონა საშინელ ნერვიულობას მოჰყვა. ცალკე ეველინი ცდილობდა ძმასთან დაკავშირებას, თუმცა ისიც ვერაფერს ხდებოდა.
დილა ასე მიიწურა. შუადღისას დივანზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩამომჯდარ ეველინსა და ადელინას კარზე ხმა მოესმათ.
- იქნებ ზეინია?! _ ნერვიულად იკითხა ადელმა და კარისკენ გაიქცა. სწრაფად გააღო ის და მის წინ მყოფი ბიჭის დანახვის თანავე იგრძნო, რამდენად მძიმე ტვირთი მოეხსნა. სიხარულისა და ბრაზის შეგრძნება ერთდროულად დაეუფლა. ბიჭს სწრაფად მოეხვია და ამასთან ერთად საშინელი ჩხუბიც დაუწყო.
- ნორმალური თუ ხარ?! ამდენი ხანი სად იყავი? ან ტელეფონს რატომ არ პასუხობდი?! _ მკაცრი ხმით წამოიძახა ადელინამ და კარს ჩამოშორდა.
- ზეინ, იცი მაინც რამდენი ვინერვიულეთ?! სად იყავი? _ ამჯერად ეველინი ჩაერთო ლაპარაკში.
- ღმერთო ჩემო! იქნებ ამომასუნთქოთ? გეძინათ და აღარ გაგაღვიძეთ. გადავწყვიტე უთქმელად გავსულიყავი.
- და ზარები? _ ეჭვით იკითხა ადელინამ.
- ხმა გამორთული ჰქონდა ტელეფონს. უბრალოდ საქმეზე ვიყავი გასული. ახლა ხომ აქ ვარ? რა საჭიროა ამდენი კითხვა?! _ ზეინი თანდათან ხმას უწევდა, თუმცა როდესაც გაანალიზა ეს, მაშინვე დამშვიდებას ეცადა და მალევე გაჩუმდა.
- ახლა აქ ხარ, მაგრამ მანამდე ხომ არ იყავი? იცი რამდენი ვინერვიულეთ?
- გავიგე, ადელ! _ კვლავ ხმამაღლა თქვა ზეინმა. _ ამდენი კითხვის თავი აღარ მაქვს.. მართლა. არაფერი მიჭირს.. მაგრამ თუ ახლა არ მაჭმევთ, მართლა დამემართება რაღაც. _ ჩაიბურტყუნა და სამზარეულოს მიაშურა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
je t'aime || Z.M ||
Fanfiction"ძვირფასო ადელინა" " ვიცი საშინლად მოვიქეცი.. ჩემს მიერ დადებული პირობა გავტეხე და მიგატოვე.." " რომ შემძლებოდა.. არასდროს.. არასდროს მიგატოვებდი ადელ.." " მიყვარხარ ფერადო, ფრანგო გოგონა.. მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.."