19.

58 8 3
                                    

სახლში შესულ ადელინას, მაშინვე შარლოტა მოეხვია.

- საყვარელო.. ამდენი ხანი სად იყავი? ან ზარებს რატომ არ პასუხობდი? _ ანერვიულებული ხმით იკითხა ქალმა. ადელინამ ტელეფონს დახედა და მხოლოდ ახლაღა შენიშნა დედისგან მიღებული გამოტოვებული ზარები.

- არ მესმოდა.. ბოდიში.

- მე კიდევ რა აღარ ვიფიქრე!

- კარგი, არაფერია. ახლა ხომ აქ ვარ? დამშვიდდი. ქორწილის საქმეები როგორ მიდის? _ თემის გადასატანად იკითხა ადელინამ.

- ჰო.. რაც შეეხება საქმეს.. იცი? გულს ვერანაირად ვუდებ.

- რატომ? რამე ხდება?

- არვიცი, ადელ.. უბრალოდ.. ხალისი სრულიად არ იგრძნობა. ქალბატონი ტრიშა იღიმის, ცდილობს ხალისიანად იყოს, თუმცა არ გამოსდის. ჩანს, რომ ამას იძულებით აკეთებს. ვერც იმ გოგონას სახეზე შევნიშნე ბედნიერება. ქორწილია. ყველაფერი უნდა ბრწყინავდეს, ბედნიერებასა და სიხარულს აფრქვევდეს. თუმცა, პირიქით ხდება. თითქოს კედლები და ეს პატარა დეკორაციებიც კი ტირიან. საშინელი მოწყენილობა ტრიალებს გარშემო. _ თავი გააქნია შარლოტამ და ბლოკნოტს ჩახედა. - წავალ, საქმეს მივხედავ. _ ლოყაზე მოეფერა შვილს და ჩამოშორდა.

ახლა უფრო მეტად მოუნდა ადელინას ამ ქორწილის ჩაშლა.

- დედა! _ სწრაფად მიირბინა შარლოტასთან. - გოგონას ოთახი რომელია?

- მეორე სართულზე, ხელმარცხნივ, პირველივე კარია.

***

ადელინამ სიფრთხილით შეხსნა კარი. ოთახში სამი გოგონა დახვდა. ერთი სარკის წინ ჩამომჯდარიყო, დანარჩენი ორი კი თავს დასტრიალებდა.

- ამ.. გამარჯობათ.. _ ნერვიულად ჩაილაპარაკა გოგონამ და ჩაიცინა. - მე.. მასთან გამომგზავნეს..ახლა მე მივხედავ.. შეგიძლიათ დაგვტოვოთ? _ ოდნავ გაიღიმა და ხელები ერთმანეთში ახლართა.

გოგონებმა ეველინს გადახედეს, შემდეგ კი ადელინას დაუკრეს თავი თანხმობის ნიშნად და ოთახი დატოვეს.

je t'aime || Z.M ||Место, где живут истории. Откройте их для себя