ღამდებოდა და გარემოც უფრო მეტად ლამაზი ხდებოდა. მთვარის შუქი ტბაზე ეცემოდა და ირეკლავდა. ცაზე კი, მთვარის გარშემო, უამრავ ვარსკვლავს დაედო ბინა.
ძირს წამოწოლილი ზეინი უეცრად წამოხტა ფეხზე და მანქანას მიუახლოვდა.
საბარგული გახსნა და რაღაცის კეთებას შეუდგა. რამოდენიმე წუთში კი ადელსაც უხმო თავისთან.
- რა ლამაზია! _ აღმოხდა ადელინას.
მანქანაში ზეინს მთელს სიგრძეზე, პლედი და ბალიშები დაელაგებინა. ერთი გვერდიდან მეორემდე კი პატარა ნათურები ჩამოეკიდა. იქვე იყო, სასუსნავებიც.
ფეხსაცმელები განზე დააწყვეს და ორივენი მასზე მოთავსდნენ. ზეინმა წამით ტელეფონი მოიმარჯვა. მალევე კი ჰაერში La Vi en rose გაჟღერდა.
ადელინას გაეღიმა და ხელები ზეინს შემოხვია.
- პირველად სწორედ ამ მუსიკაზე ვიცეკვეთ. _ საპასუხო ღიმილით მიუგო ზეინმა.
- ჰო. წვიმა არ მიყვარდა, თუმცა შენთან ერთად ეს სასიამოვნო იყო. თუმცა მაგ დღის შემდეგ სიცხეებიც ავიკიდე. _ სიცილით თქვა ადელინამ.
- ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანი. და ამას ყოველთვის გაგიმეორებ. _ თქვა ზეინმა და ნაზად აკოცა ადელინას თავზე.
- ადრე რომ მოვმკვდარიყავი ვინანებდი. ალბათ. _ მხრები აიჩეჩა ზეინმა.
- თუმცა ახლა შემიძლია მშვიდად მოვკვდე. და იცი რატომ? რადგან შენთან ძალიან ბევრი ლამაზი დღე გავატარე.
- ასე რატომ ამბობ? არაფერი მოგივა. კიდევ ბევრ ლამაზ დღეს გავატარებთ ერთად. _ უთხრა, საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშით, ანერვიულებულმა ადელინამ.
- არავინ ვიცით წინ რა გველის. ამიტომ ვიძახი. თუნდაც ხვალ, როდესაც გაიღვიძებ შეიძლება აღარც ვიყო. თუმცა ამის გამო ნუ მოიწყენ კარგი? იცოდე, რომ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეები მაჩუქე. _ კვლავ თავზე აკოცა გოგონას და ჩაფიქრებით ახედა ცას.
ВЫ ЧИТАЕТЕ
je t'aime || Z.M ||
Fanfiction"ძვირფასო ადელინა" " ვიცი საშინლად მოვიქეცი.. ჩემს მიერ დადებული პირობა გავტეხე და მიგატოვე.." " რომ შემძლებოდა.. არასდროს.. არასდროს მიგატოვებდი ადელ.." " მიყვარხარ ფერადო, ფრანგო გოგონა.. მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.."