- ჰეი! არ მეგონა კიდევ თუ გნახავდი, თანაც აქ. როგორ ხარ? _ მხიარულად ჩაილაპარაკა ზეინმა და ადელის გვერდით ჩამოჯდა.
- გმადლობ, კარგად. შენ? _ დაბნეულმა მიუგო და წამით მზერა მასზე შეაჩერა.
- კარგად. აქ რას აკეთებ? _ კვლავ კითხვით მიუბრუნდა ზეინი. ადელმა საპასუხოდ თვალი აარიდა და მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
- კარგი.. ადექი, წავიდეთ. _ ზეინი სწრაფად წამოხტა ფეხზე.
- წავიდეთ?
- ჰო. ადექი.
ადელმა წამით წარბები შეჭმუხნა, თუმცა მაინც წამოდგა და ზეინს გაჰყვა.
- ერთი წუთით. ახლავე დავბრუნდები. _ ჩაილაპარაკა ზეინმა და წინ სწრაფად გაიქცა.
ადელი ცოტახანს უმოძრაოდ იდგა და ზეინის მოსვლას ელოდა, თუმცა საბოლოოდ წასვლა დააპირა.
- მართალია, არა პარიზში საუკეთესო, თუმცა უბრალო შოკოლადის ნაყინზე გეპატიჟები. _ გაიღიმა და ერთი გოგონას გაუწოდა, ერთი კი თავისთვის დაიტოვა.
- გმადლობ. _ აღტაცებით ჩაილაპარაკა ადელმა და ნაყინის ჭამას შეუდგა.
გზას ფეხით გაუყვნენ. როგორც პირველი შეხვედრისას, ამჯერადაც ზეინი საუბრობდა. ადელინა კი უსმენდა და მის ისტორიებზე ხალისობდა.
- იცი? ძალიან ფერადი ხარ! _ უეცრად ჩაილაპარაკა ზეინმა და ადგილზე შეჩერდა.
- ფერადი? _ წარბაწევით იკითხა ადელმა.
- ჰო. ყოველთვის ფერადი ტანსაცმელი გაცვია, ფერადი სამკაულები, ფეხსაცმელი.. თუმცა მხოლოდ ეს არ არის.. შინაგანადაც კი საკმაოდ ფერადი ხარ. ამას უკვე მივხვდი. _ გაიღიმა ბიჭმა.
ამჯერად ადელს თეთრი შარვალი და ცისფერი ზედა ეცვა. სამკაულის სახით კი ყელზე სადა, ვარსკვლავის ფორმის ყელსაბამი მოერგო.
- გმადლობ.. _ ღიმილით მიუგო. ადელინას მართლაც ესიამოვნა ზეინის ნათქვამი. რათქმაუნდა ეს სიტყვები ყველასგან ესიამოვნებოდა. თუმცა, ზეინის პირიდან წამოსულმა ბგერებმა, მისმა ღიმილმა და თბილმა ტონმა ის უფრო მეტად დააბნია და სიხარულიც შემატა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
je t'aime || Z.M ||
Фанфик"ძვირფასო ადელინა" " ვიცი საშინლად მოვიქეცი.. ჩემს მიერ დადებული პირობა გავტეხე და მიგატოვე.." " რომ შემძლებოდა.. არასდროს.. არასდროს მიგატოვებდი ადელ.." " მიყვარხარ ფერადო, ფრანგო გოგონა.. მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.."