2.

171 9 7
                                    

ადელინა გამოფხიზლებას ცდილობს, თუმცა არ გამოსდის. თვალებს რამოდენიმეჯერ ახელს, შემდეგ ისევ ხუჭავს და კვლავ ცდილობს თვალი გარემოს მოავლოს.

საბოლოოდ თავს ძალას ატანს და თვალებს ოდნავ ახელს. წინ, სარკესთან, მზადებაში მყოფი მიშელი ხვდება.

წამოჯდომას ცდილობს, თუმცა თავი იმდენად სტკივდება, რომ უკან ბრუნდება და ხელებს სახეზე იწყობს.

- Ma tête me fait très mal! (თავი ძალიან მტკივა) _ ბურდღუნებს და თავს ბალიშში რგავს.

- ჰოო. გუშინ ზედმეტი მოგივიდა. ბევრი დალიე. _ იცინის მიშელი და სახეზე კრემს ისვამს.

ადელინა ბალიშს გვერდით აგდებს და ნელნელა ცდილობს საწოლზე წამოჯდომას.

- შეგიძლია რაიმე დამალევინო? თავი მისკდება! - ევედრება მიშელს და სახეს მანჭავს.

- დედას უნდა ჰქონდეს წამალი. წავალ ვკითხავ. _ მხრები აიჩეჩა და ოთახიდან გავიდა.

ადელინამ კომოდს გახედა, ტელეფონის აღება დააპირა, თუმცა ხელი ჰაერში გაუშეშდა, როდესაც იქვე მიყრილი უამრავი ბილეთი ნახა.

- მიშელ! _ წამოიყვირა. თუმცა მალევე ინანა, რადგან თავმა კვლავ შეახსენა ტკივილი. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თავში ვიღაც ეჯდა, ვინც გუშინდელის გამო სჯიდა და მთელი ძალით ურტყამდა რაიმეს.

- ჰო. აქ ვარ. _ ოთახში მიშელი წყლით სავსე ჭიქითა და წამლით ხელში შემოვიდა.

- დედამ თქვა, რომ ეს საუკეთესოა რაც ახლა გჭირდება. _ გაიღიმა და მეგობარს გაუწოდა.

- გმადლობ. _ ადელინამ წამში დალია წამალი და ცარიელი ჭიქა უკან გაუწოდა.

- იქნებ შენ იცოდე, ეს ბილეთები რა არის? თანაც ამდენი? _ იკითხა ადელინამ და საწოლიდან წამოდგა.

- არვიცი.. რადგან ეს ბილეთები შენ მოიტანე. _ მხრები აიჩეჩა მიშელმა.

- მე? _ წარბ აწევით იკითხა ადელინამ.

- ჰო, შენ. ახლა კი გაემზადე და ჩამოდი. დედამ უგემრიელესი ბლინები მოამზადა. - საპასუხოდ მიუგო მიშელმა და ოთახიდან გავიდა.

je t'aime || Z.M ||Место, где живут истории. Откройте их для себя