ფანჯრიდან გადახტომის შემდეგ ადელინა სირბილით ჩამოშორდა სახლს. როგორც კი მას გასცდა სვლას უკლო და მშვიდად განაგრძო გზა. შიგადაშიგ კი საათს დაჰყურებდა. დიდი დრო გასულიყო, ამიტომაც ზეინის გაფრენამდე მხოლოდ ერთი საათი რჩებოდა. აეროპორტამდე ტაქსის საშუალებით მივიდა. როგორც კი მძღოლს ფული გადაუხადა და მანქანიდან გადმოვიდა სირბილით შევიდა აეროპორტში.
შენობაში საკმაოდ ბევრ ხალხს მოეყარა თავი. ადელინამ თვალების ცეცება დაიწყო. იმ ერთადერთს ეძებდა, რომლის დანახვაც ახლა ყველაფერზე მეტად გაახარებდა.
რამოდენიმეჯერ ათვალიერებდა ერთი და იმავე კუთხეს, რომ რაიმე არ გამორჩენოდა, თუმცა ზეინი არსად ჩანდა. სკამზე ჩამოჯდა და თვალი კიდევ ერთხელ მოავლო გარემოს.
შენობაში შემოსულმა ზეინმა მაშინვე მიიპყრო გოგონას ყურადღება. ურჩი თმა გადაესწორებინა. წარბები შეეჭმუხნა და საათს დაჰყურებდა. ცალი ხელი კი ბარგისთვის ჩაეჭიდა.
- ზეინ! _ ყელის საშინელი ტკივილის მიუხედავად წამოიძახა ადელინამ და ფეხზე წამოდგა. ჩქარი ნაბიჯებით მიუახლოვდა ბიჭს და სწრაფად მოეხვია. ახლა გოგონას აღარც სიცხე ანაღვლებდა და აღარც რაიმე სხვა.
ეს ჩახუტება მისთვის წამალის ტოლფასი იყო. თოთოეულ ტკივილს წამში უქრობდა. მის სხეულს სითბოთი ავსებდა და თავს დაცულად აგრძნობინებდა. თუმცა იყო პატარა ნაწილიც, რომელიც ადელინას აშინებდა.
- ადელ? მოხვედი.. _ ღიმილით ჩაილაპარაკა ზეინმა და საპასუხოდ მოხვია ხელები ადელინას.
- ჰო, მოვედი. მოვედი, რადგან მინდა გითხრა, რომ მეც მომწონხარ. ჰო ზეინ. მომწონს შენი თვალები, რომლებშიც ჩემს ბედნიერებას ვხედავ. კიდევ შენი თბილი ღიმილი მომწონს, რომელიც სულ სახეზე დაგთამაშებს. ძალიან, ძალიან მომწონხარ, ზეინ! _ ჩახლეჩილი ხმით მიუგო გოგონამ ბიჭს და უფრო მჭიდროდ მოეხვია.
ВЫ ЧИТАЕТЕ
je t'aime || Z.M ||
أدب الهواة"ძვირფასო ადელინა" " ვიცი საშინლად მოვიქეცი.. ჩემს მიერ დადებული პირობა გავტეხე და მიგატოვე.." " რომ შემძლებოდა.. არასდროს.. არასდროს მიგატოვებდი ადელ.." " მიყვარხარ ფერადო, ფრანგო გოგონა.. მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.."