23.

57 7 0
                                    

დღეს ზეინი დილიდან აქტიური იყო. ჯერ კიდევ ახალ გაღვიძებული ადელინა, კიბეებზე დაეშვა და მაშინვე იგრძნო მადის აღმძვრელი სურნელი.

სამზარეულოს მიაშურა და როდესაც იქ ზეინი დაინახა გაეღიმა. მიუახლოვდა და სწრაფად აკოცა ლოყაზე.

ისიც მაშინვე შემოტრიალდა და ადელის დანახვის თანავე ფართოდ გაიღიმა.

- დილამშვიდობის, ადელ.. _ მიესალმა ფრანგულად.

- დილამშვიდობის, ზეინ.. _ საპასუხოდ მიესალმა და იქვე ჩამოჯდა.

***

ზეინმა ადელინას დახმარებით მალევე გაამზადა საუზმე და მათ ახალ გაღვიძებული ეველინიც შემოუერთდათ.

ამჯერად ჭურჭლის გარეცხვა ადელინამ საკუთარ თავს გადააბარა.

ეველინმა ბაღში გადაინაცვლა.  ზეინმა კი ადგილი ადელის გვერდით დაიკავა.

- თუ გინდა შემიძლია გავრეცხო. _ შესთავაზა ზეინმა, თუმცა უარი მიიღო.

- მაშინ შენ გარეცხე, მე კი დავამშრალებ. _ არ ნებდებოდა. საბოლოოდ ასეც მოიქცნენ, ადელი რეცხავდა, ზეინი კი წმენდდა.

***

შუადღემ ჩვეულებრივ ჩაიარა. თავდაპირველად გოგონებმა ზეინი მაღაზიაში გაგზავნეს ნაყინზე. შემდეგ სხვადასხვა თამაშები ითამაშეს და ფილმსაც უყურეს.

საღამოს, როდესაც სამივენი თავ თავიანთ ოთახებში იმყოფებოდნენ, ზეინმა ადელთან შესვლა გადაწყვიტა.

- შემოდი! _ დაიძახა ადელინამ, როდესაც კარზე კაკუნის ხმა მოესმა და ფანჯარას მოშორდა.

ზეინი ოთახში ყუთის თანხლებით შევიდა.

- შეიძლება?

- რათქმაუნდა, ზეინ.

ზეინი საწოლზე ჩამოჯდა და ყუთიც იქვე დადო.

- ეს რა არის?

- მინდა ეს ჩაიცვა. მაღაზიაში ვნახე და გადავწყვიტე, რომ ძალიან მოგიხდებოდა. ვინახავდი, ჰოდა ახლა შენია. დაახლოებით ერთ საათში, მინდა ერთ ადგილას წაგიყვანო.

je t'aime || Z.M ||Место, где живут истории. Откройте их для себя