20.

56 9 0
                                    

მანქანის გაჩერებისთანავე გადმოვიდა ეველინი და გარემო აღტაცებით შეათვალიერა.

- ჩვენი აგარაკი?! _ ჩაიცინა და წინ გაიჭრა. - რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ! ყველაფერი ისე მომნატრებია!.. _ წამოიძახა ეველინმა.

შემდეგ მანქანიდან ადელინა გადმოვიდა. თავბრუ ესხმოდა, თუმცა არ აპირებდა შემჩნევას. ნელი ნაბიჯებით გაუყვა გზას, ისე, რომ ზეინისთვის არც შეუხედავს. ამასობაში ზეინმაც ჩაკეტა ყველა კარი, მანქანას გამოშორდა და ისიც გოგონებს შეუერთდა.

- კარგი. უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე მეტად მაინც ტბა და ჩვენი შეჯიბრი მომენატრა, ზეინ! _ ღიმილით თქვა ეველინმა, როდესაც ყველანი ერთად მიუახლოვდნენ ტბას.

გარემო საკმაოდ ლამაზი იყო. ტბის გარშემო მინდორი ულამაზეს ფერებად შეღებილიყო. საოცარი სილამაზით შემკული ყვავილები მზის სხივებზე იწონებდნენ თავს. წინ პატარა, ყავისფერი, ოდნავ მოძველებული სახლი იდგა.

სახლში შესულ ადელინას მაშინვე ეცა ლიმნისა და წიგნების შეზავებული სურნელი.

- ღმერთო ჩემო! იმხელა ნოსტალგია შემომაწვა!.. თავში ფირივით მიტრიალებს ყოველი აქ გატარებული წამი.. _ ჩაიჩურჩულა ეველინმა და კიბეებს აუყვა.

მარტოდ დარჩენილ ზეინსა და ადელინას შორის უხერხულობა ჩამოწვა. წამით გააპარა მზერა ადელმა ზეინისკენ, თუმცა მალევე აარიდა თვალი და სახლის თვალიერებას გულმოდგინებით შეუდგა.

- მე.. _ ბიჭმა რაღაცის თქმა დააპირა, თუმცა საბოლოოდ თემის შეცვლა გადაწყვიტა. - სახლში პროდუქტი საერთოდ არ არის.. წავალ ვიყიდი. ეველინს უთხარი, რომ მალე დავბრუნდები. _ თქვა და მაშინვე გაშორდა გოგონას.

ადელინას ბიჭის ქცევა აკვირვებდა. ზეინი აღარ იყო ის, ვისაც გოგონა საფრანგეთში იცნობდა. თითქოს ბიჭი თანდათან კარგავდა მის კუთვნილ სიხალისეს და სრულიად სხვა პიროვნებად ყალიბდებოდა. ისეთ პიროვნებად, ვისაც გოგონა საერთოდ არ იცნობდა..

je t'aime || Z.M ||Место, где живут истории. Откройте их для себя