- ზეინ?! _ წამოიძახა ადელმა. ფანჯარას მოშორდა, კომოდზე დადებულ საათს დახედა და კვლავ ფანჯარას მიუახლოვდა. დედამისის დაბრუნებამდე ორი საათი რჩებოდა.
- სალამი, ადელ! _ ხელი დაუქნია ზეინმა გოგონას და ანიშნა მასთან ჩასულიყო. ადელინა ყოყმანის შემდეგ ფანჯრის რაფაზე შემოჯდა და ნელნელა დაიწყო ჩასვლა.
- აქ რას აკეთებ ზეინ? _ გაკვირვებით იკითხა ადელმა.
- თანდათან საღამოვდება.. დღეს კი საერთოდ არ გამოჩენილხარ. ვიფიქრე რამე ხომ არ შეემთხვა თქო და მოვედი. _ მხრები აიჩეჩა ზეინმა.
- ეს კარგი. მაგრამ.. შენთვის არ მითქვამს სად ვცხოვრობდი. _ წარბები მაღლა აზიდა გოგონამ.
- ჰო.. _ თმებში ხელი შეიცურა ბიჭმა და ოდნავ აიჩეჩა.
- არ მინდა მანიაკი გეგონო.. თუმცა.. გუშინ ჩუმად გამოგყევი. არც შენი ნომერი მაქვს და არც ის ვიცოდი როგორ დაგკავშირებოდი ამიტომაც ყოველი შემთხვევისთვის შენი სახლის მისამართი გავიგე. _ უხერხულად ჩაილაპარაკა ზეინმა.
- კარგი... _ კითხვნარევი ხმით ჩაილაპარაკა ადელმა.
- გარეთ ყოფნისთვის მხოლოდ ორი საათი მაქვს! _ წამოიძახა ადელმა და ზეინს ხელი ჩაავლო.
- პარკში წავიდეთ!
- გუშინდელი დღის გამო გეჩხუბნენ არა? _ ნერვიულად იკითხა ზეინმა.
- ჰო.. _ ჩაილაპარაკა ადელმა.
- ერთი კვირით სახლში გამომკეტეს. ტელეფონი ჩამომართვეს დაა მიშელთან მეგობრობაც კი ამიკრძალეს. _ თითებს იშველიებდა გოგონა ჩამოთვლისას.
- ბოდიში. ღამის პარკში გათენება არ უნდა შემომეთავაზებინა. _ უხერხულად ჩაილაპარაკა ბიჭმა.
- ბოდიში საჭირო არა არის! გუშინდელი დღე სახალისო იყო. ეს დასჯად ღირდა. _ ჩაიცინა ადელმა.
- თუმცა დღეს სახლში მალევე უნდა დავბრუნდე. _ ადელი პარკის შუაგულში მდგარი საქანელებისკენ გაიქცა. ზეინი უკან გაჰყვა და მალევე ორი საქანელა დაიკავეს.
ВЫ ЧИТАЕТЕ
je t'aime || Z.M ||
Fanfiction"ძვირფასო ადელინა" " ვიცი საშინლად მოვიქეცი.. ჩემს მიერ დადებული პირობა გავტეხე და მიგატოვე.." " რომ შემძლებოდა.. არასდროს.. არასდროს მიგატოვებდი ადელ.." " მიყვარხარ ფერადო, ფრანგო გოგონა.. მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.."