- ზეინ! _ წამოიძახა ადელინამ ყავისფერი ბეწვის მქონე, მშვიდად მძინარე ძაღლს შეხედა.
- ჰო. აქ დილას უნდა წამომეყვანე, ასე მოფერებასაც შევძლებდით. თუმცა, ვეღარ მოვითმინე, მინდოდა ახლავე მეჩვენებინა. _ ჩაიცინა ზეინმა.
- აუცილებლად წამოვიდეთ კიდევ. _ მხრები აიჩეჩა ზეინმა და წინ მიმავალ ადელს გაჰყვა.
გოგონა პატარა ბავშვივით შესცქეროდა თითოეულ არსებას.
- შეხედე, ეს რა საყვარელია! _ ჩაიჩურჩულა ადელმა და ზეინს თავისთან უხმო.
გოგონას რჩეულ კატას, თეთრი ფერის, ფუმფულა ბეწვი ჰქონდა.
უეცრად მათგან არც თუ ისე მოშორებით მცირედი შუქი გაკრთა.
- ადელ, წამოდი! _ ხელი ჩაავლო ზეინმა ადელს.
იქვე ერთ-ერთი კედელს ამოეფარა და ადელინაც გვერდით დაიყენა.- დაგვსჯიან, თუკი აქ შემოპარულებს შეგვამჩნევენ. _ მხოლოდ ესღა ჩაილაპარაკა ზეინმა და გოგონას ანიშნა ჩუმად ყოფილიყო.
სინათლე თანდათან ახლოვდებოდა და ადამიანის სილუეტის გარჩევაც შესაძლებელი ხდებოდა.
ასეთ სიტუაციებში ადელის ბედი ყოველთვის ცდილობდა ცუდად ეხუმრა. ჰოდა, ახლაც.. სწორედ მაშინ, როდესაც დარაჯი ჩავლას აპირებდა, ადელმა უეცრად დააცემინა და დიდი ყურადღებაც მიიპყრო.
- ჰეი! აქ ვინ არის?! _ დარაჯის მკაცრი ხმა გაისმა და გოგონაც მთლიანად ახურდა. ახლა ხომ მის გამო გამოიჭერდნენ!
- სერიოზულად, ადელ? _ ჩაიცინა ზეინმა და გოგონას კვლავ ხელი ჩაავლო.
- გავიქცეთ! _ წამოიძახა და მთელი სისწრაფით გაიჭრა წინ.
- შეჩერდით!
დარაჯი მის გარემოში ურცხვად შეჭრილ პირებს ეძებდა, თუმცა ამ დროს ზეინი და ადელი უკვე პარიზის ქუჩებში მირბოდნენ.
ბედს კვლავ შეეძლო ადელს ცუდად გახუმრებოდა. შეეძლო ისე ექნა, რომ ადელის თვის ფეხი რაიმესთვის წამოედო და წაექცია, ან კიდევ რაიმე საშინელი.. თუმცა, არა. ამჯერად ბედმა გოგონას დანდობა გადაწყვიტა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
je t'aime || Z.M ||
Fanfiction"ძვირფასო ადელინა" " ვიცი საშინლად მოვიქეცი.. ჩემს მიერ დადებული პირობა გავტეხე და მიგატოვე.." " რომ შემძლებოდა.. არასდროს.. არასდროს მიგატოვებდი ადელ.." " მიყვარხარ ფერადო, ფრანგო გოგონა.. მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.."