13.

65 9 3
                                    

დილას ყველაზე ადრე ადელინამ შეძლო გაღვიძება. 10 საათი სრულდებოდა, ის კი უკვე დიდი ხნის გაღვიძებული იყო. სოციალური ქსელების გადამოწმების შემდეგ, თვალები რამოდენიმეჯერ მოისრისა, ოთახი შეათვალიერა და მხოლოდ ამის შემდეგ წამოდგა საწოლიდან. სკამზე გადაკიდებულ კაბას ხელი დასტაცა და იმის შემოწმება დაიწყო ჯერ კიდევ თუ შერჩენოდა წვიმის წვეთები.

კაბას ოდნავ ემჩნეოდა სისველე. გარეთ ზაფხული იდგა, ამიტომაც არაფერი დაშავდებოდა თუ ამ კაბით იქნებოდა მანამ სანამ რაიმე გამოსაცვლელს ჩაიგდებდა ხელში. თანაც, სხვა გზა მაინც არ ჰქონდა.

როდესაც მოწესრიგდა დაბლა ჩავიდა და კვლავ მძინარე მეგობრებს გახედა. რადგანაც ჯერ საკმაოდ ადრე იყო, ისინი არ გააღვიძა და ჩუმად შეუდგა გუშინდელი არეულობის მილაგებას.

ამ დროს მის წინ ზეინი გაჩნდა. თმები ჩვეულებრივზე მეტად აბურდვოდა. ტუჩები დაებუშტა, ხელით კი თვალებს ისრესდა და ჯერ კიდევ გამოფხიზლებას ცდილობდა.

- დილამშვიდობის. _ ჩახლეჩილი ხმით ხმადაბლა წარმოთქვა ზეინმა და იქვე ჩამოჯდა.

- დილამშვიდობის.. _ დაბნეული ხმით მიუგო ადელინამ ზეინს და წამით მზერა მასზე მიეყინა.

გოგონა თანდათან ბიჭის თითოეულ დეტალს უწყებდა დაკვირვებას.

- ალაგებ? _ იკითხა ბიჭმა.

- ჰო.. _ ადელინამ მას მზერა მოაშორა და მთელი ყურადღება დალაგებაზე გადაიტანა.

- მოგეხმარები. _ ფეხზე წამოდგა ზეინი.

- არ არის საჭირო. _ შეეწინააღმდეგა ადელინა და უეცრად დააცემინა. ზეინს აღარაფერი უთქვამს. გოგონას სიტყვებს ყური არ უგდო და მის დახმარებას შეუდგა.

როდესაც სახლი იმ მდგომარეობას დაუბრუნდა, როგორიც მათი გართობის დაწყებამდე იყო, ადელინამ კმაყოფილებით ჩაიღიმა და იქვე ჩამოჯდა.

- გშია? _ კითხა ზეინს, როდესაც მაცივარში ბურგებერი და კოლა შენიშნა.

je t'aime || Z.M ||Место, где живут истории. Откройте их для себя