სახლში მისვლის თანავე, ადელინა მოხერხებულად აძვრა ფანჯრის რაფაზე. ოთახში გადაძვრა და საწოლზე წამოწვა. თვალები დახუჭა და ჩაეღიმა. მთელი თავი ზეინზე ფიქრით ჰქონდა გამოჭედილი. რომც სდომებოდა რაიმე სხვაზე ეფიქრა ვერ შეძლებდა.
კარზე შეუჩერებელმა კაკუნმა ადელინა აიძულა ფიქრებიდან გამოსულიყო.
- შემოდით! _ დაიძახა და საწოლზე წამოჯდა. ოთახში შარლოტა შემოვიდა.
- საყვარელო.. _ ჩაილაპარაკა ქალმა და შვილის გვერდით ჩამოჯდა.
- გამარჯობა, დედა. _ ჩაიფრუტუნა ადელმა.
- შეიძლება ვილაპარაკოთ?
- ჰო, რათქმაუნდა.
- იცი? ვფიქრობ, ზედმეტი მომივიდა. არ იყო საჭირო ასე დამესაჯე. მესმის უკვე დიდი ხარ და პირადი სივრცე გჭირდება. უბრალოდ, როდესაც მთელი ღამე არ გამოჩნდი, შემეშინდა. ქუჩაში უამრავი მანიაკი დადის და ვიფიქრე მათ დაგიშავეს რამე. წარმოდგენაც არ გაქვს რამდენმა აზრმა გამიარა ერთდოულად თავში და როგორ შემიპყრო მთლიანად შიშმა. შენ რომ რამე დაგმართნოდა, ვერ გადავიტანდი ადელ..
ადელინა წინ წაიწია და დედამისს მოეხვია.
- ბოდიშს გიხდი. ამის მერე ასე აღარ მოვიქცევი გპირდები.
შარლოტამ შვილს წელზე მოუსვა ხელები და თავზე პატარა კოცნაც დაუტოვა.
- აი, გამომართვი. _ ქალმა ჯიბიდან მობილური ამოიღო და შვილს გაუწოდა.
- რათქმაუნდა, შეგიძლია მიშელთანაც განაგრძო მეგობრობა და სახლიდანაც მაშინ გახვიდე, როდესაც მოისურვებ.
- მოწესრიგდი და დაბლა ჩამოდი. ვივახშმოთ. _ კიდევ ერთხელ გაიღიმა შარლოტამ და ოთახი დატოვა.
ადელინა კვლავ საწოლზე გადაწვა. ტელეფონი ხელში მოიმარჯვა და პირველი რაც გააკეთა ეს სოციალური ქსელების გადამოწმება იყო.
Facebookზე შესვლისთანავე გოგონას რამოდენიმე მეგობრობის მოთხოვნა დახვდა. თითოეულს გადაავლო თვალი, თუმცა ყველაზე მეტად მისი ყურადღება ერთ-ერთმა მიიქცია. ზეინს ადელინასთვის მეგობრობის მოთხოვნა გაეგზავნა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
je t'aime || Z.M ||
Fanfiction"ძვირფასო ადელინა" " ვიცი საშინლად მოვიქეცი.. ჩემს მიერ დადებული პირობა გავტეხე და მიგატოვე.." " რომ შემძლებოდა.. არასდროს.. არასდროს მიგატოვებდი ადელ.." " მიყვარხარ ფერადო, ფრანგო გოგონა.. მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.."