14.

58 8 3
                                    

ადელინამ ჯინსის შარვალი და ღია იასამნისფერი მაისური ჩაიცვა. ფეხზე თეთრი კედები ამოიცვა. თმები ჩამოივარცხნა და პატარა, თეთრ ჩანთას დაავლო ხელი. ფუმფულას აკოცა და ოთახი დატოვა. პარკში შესვლისთანავე შეამჩნია იქვე მჯდომი ზეინი.

თმის მცირე ნაწილი სახეზე ჩამოყროდა. თვალები მოეჭუტა, ცალ ხელში კი თამბაქო მოემარჯვებინა.

- გამარჯობა, ზეინ. _ მიახლოების თანავე მიესალმა ადელინა ბიჭს.

- გამარჯობა. _ ბიჭი სწრაფად წამოდგა ფეხზე, თამბაქო ურნაში ჩააგდო და წამიერად გადაეხვია გოგონას. ამჯერად ბიჭის ჩვეულ სურნელს თამბაქოს სურნელიც ერეოდა.

- წამოდი გავიაროთ. _ ჩაილაპარაკა ბიჭმა, როგორც კი მას გამოშორდა.  - უგემრიელეს, შოკოლადის ნაყინზე უარს არ იტყვი, ხომ ასეა?

სხვა შემთხვევაში გოგონა სიხარულით დათანხმდებოდა შემოთავაზებას, თუმცა ახლა საშინელი ყელის ტკივილის გამო უარს ამბობდა.

- ყელი საშინლად მტკივა, ზეინ.. ამიტომ.. _ უხერხულად შეიშმუშნა ადელი.

- ყელი გტკივა? ადელინა ზაფხულში გაციება სად მოახერხე? _ ჩაიცინა ზეინმა, თუმცა მალევე დასერიოზულდა. - ერთი წუთით.. გუშინ, წვიმაში დიდხანს ყოფნის გამო გაცივდი.. ასეა არა? _ თვალები მოჭუტა ზეინმა და გოგონას კითხვა დაუსვა.

- ჰო.. _ მორიდებით დაუქნია თავი ადელინამ.

- ჯანდაბა. კარგი.. მაშინ იქნებ ცხელ ჩაიზე დაგპატიჟო? თან იქნებ ასე დანაშაულიც გამოვასწორო.

- მაგაზე უარს ნამდვილად ვერ გეტყვი. _ ჩაიცინა ადელინამ და გზა განაგრძეს.

მას შემდეგ რაც ჩაი იყიდეს ადელინამ ლაპარაკი წამოიწყო.

- ჩემთან რაზე გინდოდა საუბარი?

- ეგ სულ არ მახსოვდა. _ ნერვიულად ჩაიცინა ზეინმა.

- აბა? არ მეტყვი? _ წარბები აზიდა ადელინამ, როდესაც ბიჭი დადუმდა.

je t'aime || Z.M ||Место, где живут истории. Откройте их для себя