მას შემდეგ რაც ზეინი დაბრუნდა, ვახშამი მოამზადეს, ივახშმეს და საბოლოოდ ოთახებში გადანაწილდნენ. იმ ღამემ ჩვეულებრივ ჩაიარა. ადელს ზეინის ცვლილებაზე ფიქრით დიდხანს არ ეკარებოდა ძილი, თუმცა საბოლოოდ დაღლილობამ თავისი ქნა.
გამთენიისას ყველაზე ადრე ადელინამ გაიღვიძა. თვალები ზანტად გაახილა და გარემოს თვალი მოავლო. მისი ოთახი ძალიან მოსწონდა. სადა და კომფორტული იყო. თუმცა, ახალ გაღვიძებულზე ყველაფერს სრულიად სხვა თვალით უყურებდა. გაღიზიანებული წამოდგა საწოლიდან. პატარა ჩანთაში ჩაჩუთული ტანსაცმლებიდან, უბრალო შარვალი და მაისური გამოარჩია.
ტელეფონს დახედა და სახეზე ნერვიულობაც დაეტყო. დედამისისგან უამრავი გამოტოვებული ზარი ჰქონდა. დარწმუნებული იყო, ახლა დედამისი მასზე ძალიან ნერვიულობდა, ეს კი არ მოსწონდა. მაგრამ, ჯერჯერობით, არც იმის თქმა შეეძლო სად იყვნენ.
ტელეფონი დასატენად შეაერთა. ტანსაცმელი აიღო და აბაზანაში შევიდა.
***
შხაპის მიღებისა და გამოფხიზლების შემდეგ, სამზარეულოში შევიდა და რაიმის მომზადება გადაწყვიტა.
ყველაზე სწრაფად რამაც თავში გაუელვა, ეს "ბლინი-გალეტი." იყო. ფრანგული საუზმე.
მაცივარი გამოაღო და მაგიდაზე ინგრედიენტების დაწყობას შეუდგა.
თავდაპირველად მაგიდაზე კვერცხი, რძე და მინერალური წყალი მოათავსა. შემდეგ კარადიდან ფქვილი, მარილი და შაქარი გამოიღო და სხვა ინგრედიენტებს გვერდით მიუდო. გაუხარდა, როდესაც მაცივარში ნაღების ყველი და ლორიც იპოვა.
***
საუზმის მომზადებას თანდათან ასრულებდა, როდესაც ფეხის ხმა მოესმა. უკან მიიხედა და ახლად გაღვიძებულ ზეინს მიაყინა მზერა.- დილამშვიდობის, ადელ. _ ოდნავ ბოხი ხმით ჩაილაპარაკა და იქვე ჩამოჯდა.
- დილამშვიდობის.. _ ჩაიჩურჩულა ადელინამ უემოციოდ და კვლავ საქმეს მიუბრუნდა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
je t'aime || Z.M ||
Fanfiction"ძვირფასო ადელინა" " ვიცი საშინლად მოვიქეცი.. ჩემს მიერ დადებული პირობა გავტეხე და მიგატოვე.." " რომ შემძლებოდა.. არასდროს.. არასდროს მიგატოვებდი ადელ.." " მიყვარხარ ფერადო, ფრანგო გოგონა.. მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.."