დილით, ჯერ კიდევ 7 საათის დადგომამდე, შარლოტა ადელინას ოთახში იმყოფებოდა და მის გაღვიძებას უშედეგოდ ცდილობდა.
- ადელ! ახლავე ადექი!
- კარგი რა, დედა! _ ჩაიბურტყუნა ადელმა.
- ჯერ ძალიან ადრეა. _ კვლავ დაიბუზღუნა და საბანი თავზე გადაიფარა.
- ხუთ წუთში შემოვალ და გამზადებული დამხვდი, ადელინა! _ მკაცრად წარმოთქვა შარლოტამ და ოთახის კარი გაიხურა.
- ჰო, ახლავე ავდგები. _ საპასუხოდ ჩაიბურდღუნა ადელინამ და კვლავ დასაძინებლად მოემზადა.
***
მას შემდეგ რაც ადელინა საბოლოოდ გამოფხიზლდა, მოწესრიგდა და შარლოტასთან ერთად სამსახურის გზას დაადგა.დაახლოებით ერთ საათში ტაქსი ქუჩის კუთხეში, თეთრ შენობასთან შეჩერდა. მაღაზიის ვიტრინებში მანეკენებზე მორგებული სხვადასხვა კაბები მოჩანდა.
შარლოტამ კარი შეხსნა და შიგნით შევიდა. მას ადელიც მიჰყვა.
- წამომყევი. _ შარლოტამ შვილს ხელი ჩასჭიდა. ადელინა შენობის ყოველ კუთხეს ათვალიერებდა, გზადაგზა კი წინ იყურებოდა, რათა რაიმეს არ დაჯახებოდა.
მალევე ერთ-ერთ ოთახში შევიდნენ. კედლები კრემისფერად შეეღებათ. კუთხეში გრძელი, შავი მაგიდა იდგა. იქვე ნაცრისფერ დივანზე კი უამრავი ნაჭერი ერთმანეთში არეულიყო.
- კარგი. ესეც ასე. _ ჩაილაპარაკა შარლოტამ და სკამზე გადაკიდებული თეთრი ნაჭერი ხელში მოიქცია. მასზე უკვე გამოეკვეთა სხვადასხვა ორნამენტები.
- ადექი, ადელინა. _ მიმართა დივანზე ჩამომჯდარ შვილს და ნაჭერი ხელში მოიქცია.
როგორც კი ადელინა ფეხზე წამოდგა, შარლოტამ სცადა ნაჭერი შვილის ტანზე მოერგო.
- მისი პატრონის ზომები შენსას ემთხვევა. ამიტომაც შენს ტანზე მოვარგებ. _ ლაპარაკობდა და თან ქინძის თავებით ნაჭრის ორ მხარეს ერთად კრავდა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
je t'aime || Z.M ||
Fanfiction"ძვირფასო ადელინა" " ვიცი საშინლად მოვიქეცი.. ჩემს მიერ დადებული პირობა გავტეხე და მიგატოვე.." " რომ შემძლებოდა.. არასდროს.. არასდროს მიგატოვებდი ადელ.." " მიყვარხარ ფერადო, ფრანგო გოგონა.. მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.."