ადელინას დედა საქორწილო კაბებს კერავდა. მამას კი ბიზნესი ჰქონდა.
ისევე როგორც მიშელის, ადელინას მშობლებიც საკმაოდ თბილები იყვნენ. თუმცა ადელის მამა გარკვეულ სიტუაციებში საკმაოდ მკაცრიც იყო.
ზაფხულის შემდეგ მიშელი და ადელინა დამამთავრებელ კლასში გადადიოდნენ. ეს კი ორივეს აღელვებდა.
ისინი საფრანგეთში, დედაქალაქ პარიზში ცხოვრობდნენ. ყოველთვის როდესაც ადელსა და მიშელს სიმარტოვე სურდათ, სახლის სახურავზე ადიოდნენ და მზის ამოსვლას/ჩასვლას უცქერდნენ.
ადელს საწოლზე ტანსაცმლის გროვა შეექმნა. კარადა კი მთლიანად დაცარიელებულიყო.
დიდხნიანი წვალების შემდეგ, საბოლოოდ გადაღლილმა ადელინამ, ხელი ვარდისფერ მაისურსა და ყვითელ შარვალს დაავლო. ტანზე მოირგო. შემდეგ კომოდის უჯრიდან პატარა ყუთი ამოიღო და თავსახური მოხსნა. დათვის ფორმის საყურეები და ასეთივე ყელსაბამი აირჩია. ყუთი კვლავ უკან დააბრუნა, არჩეული სამკაული კი ყელსა და ყურებზე მოირგო.
უფერული ტუჩსაცხი წაისვა, თმა ჩამოივარცხნა და ოთახი დატოვა.
სახლიდან გამოსულმა ტელეფონი მოიმარჯვა და მიშელთან დარეკა. ამასობაში ტაქსის გაჩერებაც მოასწრო.
- გისმენ.
- რასშვები? თეატრში მივდივარ, იქამდე კი გრძელი გზაა, ამიტომ მინდოდა ცოტახანს დაგლაპარაკებოდი.
- ვიცოდი, რომ წახვიდოდი! მამაჩემთან ვარ. სარდაფის დალაგებას ვიწყებთ. უნდა წავიდე. როგორც კი დაბრუნდები შემატყობინე, სადმე შევხვდეთ და ერთმანეთს დღის ამბები გავუზიაროთ, როგორც ყოველთვის, კარგი?
- კარგი. _ მხოლოდ ესღა თქვა ადელინამ და ტელეფონი ჩანთაში მოათავსა.
ტაქსის მეშვეობით, ადელი დანიშნულების ადგილას საკმაოდ ადრე მივიდა.
ჩანთა გახსნა და შიგნით მოთავსებულ ბილეთებს დახედა. უეცრად თავში რაღაც აზრმა გაუელვა და შესრულებაც არ დააყოვნა. ბილეთები ამოიღო და ქუჩაში სიარულს მოჰყვა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
je t'aime || Z.M ||
Fanfiction"ძვირფასო ადელინა" " ვიცი საშინლად მოვიქეცი.. ჩემს მიერ დადებული პირობა გავტეხე და მიგატოვე.." " რომ შემძლებოდა.. არასდროს.. არასდროს მიგატოვებდი ადელ.." " მიყვარხარ ფერადო, ფრანგო გოგონა.. მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.."