რამოდენიმე ხნის შემდეგ ზეინმა ადელის მეგობრებიც გაიცნო. მიშელსა და ნატალიას ადვილად დაუახლოვდა. დემიენს კი ხშირად მოჭუტული თვალებით გახედავდა ხოლმე. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ადელთან საერთო სასაუბრო თემას იპოვნიდა.
- ადელ.. გინდა გავიდეთ? _ უჩურჩულა ზეინმა გვერდით მჯდომ გოგონას.
- გავიდეთ? მათ ეწყინებათ. _ თვალებით დანარჩენებზე ანიშნა.
- კარგი რა ადელ. _ ჩაიცინა ზეინმა.
- იმდენად მთვრალები არიან ვერც კი შეამჩნევენ. თანაც მალე დავბრუნდებით. უბრალოდ, ჰაერზე გავლა მინდა.
- კარგი, მაშინ. წავიდეთ.
ზეინი ფეხზე წამოდგა და ადელსაც დაეხმარა.
სახლი დატოვეს და გზას გაუყვნენ.
- ის.. დემიენი ვინ არის? _ მათ შორის გამეფებული სიჩუმე ზეინმა დაარღვია.
- მიშელის ძმაა. _ მშვიდად მიუგო ადელინამ.
- გასაგებია. როგორი ადამიანია?
- დემიენი? შესანიშნავი! საკმაოდ კეთილი, მზრუნველი და საყვარელია. _ ღიმილით თქვა გოგონამ.
- კარგი. _ ჩაილაპარაკა ზეინმა.
- მასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს? _ მალევე დაამატა ბიჭმა.
- ის ჩემთვის დიდი ძმასავითაა. მასზე ამდენ კითხვას რატომ მისვამ? _ კითხვით მიუბრუნდა ადელი.
- ისე.. უბრალოდ. _ მხრები აიჩეჩა ბიჭმა და გზას გახედა.
ზეინი და ადელი უამრავ რამეზე საუბრობდნენ და გზას მიუყვებოდნენ, როდესაც წვიმის წვეთი ადელს კანზე მოხვდა.
გოგონამ ცას ახედა და უკმაყოფილოდ შეხედა მის კანს.
- წვიმა იწყება. _ ჩაილაპარაკა ადელინამ და კიდევ რამოდენიმე წვეთის შეხება იგრძნო.
- წვიმა გიყვარს?
- არც ისე.
- არც ისე? წვიმა საკმაოდ სასიამოვნო რამაა.

ВЫ ЧИТАЕТЕ
je t'aime || Z.M ||
Fanfic"ძვირფასო ადელინა" " ვიცი საშინლად მოვიქეცი.. ჩემს მიერ დადებული პირობა გავტეხე და მიგატოვე.." " რომ შემძლებოდა.. არასდროს.. არასდროს მიგატოვებდი ადელ.." " მიყვარხარ ფერადო, ფრანგო გოგონა.. მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.."