სახლში მისულმა ადელინამ კარი იმ იმედით შეხსნა, რომ ახლა დედაც და მამაც სამსახურში იქნებოდნენ. თუმცა რათქმაუნდა მისი ფიქრები არ გამართლებულა. მის სახლში მის დედასა და მიშელს მოეყარათ თავი.
სახლში შესული კვლავ უკან გაბრუნდა და გარეთ გავიდა. გული ამოვარდნაზე ჰქონდა. დედამისი საშინლად გაბრაზებული ჩანდა.
- ადელ! _ დედამისის მკაცრი ხმა გაისმა და კარიც მალევე გაიღო.
- გამარჯობა, დედიკო. _ ჩაიღიმა გოგონამ და ნერვიულობის გადაფარვა სცადა.
- ახლავე სახლში შემოდი!
- კარგი.. _ ჩაიჩურჩულა ადელმა და სახლში უხმოდ შევიდა.
- მთელი ღამე სად იყავი, ადელ?! _ ხელებგადაჯვარედინებული შარლოტა ადელის გარშემო დადიოდა.
- მე.. _ ადელი თვალებს აცეცებდა და ცდილობდა ტყუილი მოეფიქრებინა. იცოდა, თუ კი დედა გამოიჭერდა უარესად გაბრაზდებოდა, თუმცა მაინც გარისკა.
- მე.. ნატალიასთან ერთად ვიყავი! _ სწრაფად წამოიძახა გოგონამ.
- ნატალიასთან არა? _ იკითხა შარლოტამ.
- ჰო!
- მიშელს რატომ არ შეატყობინეთ ამის შესახებ? _ წარბები მაღლა აზიდა ქალმა.
- ჩვენ.. მე დავურეკე მას. თუმცა.. უარი მითხრა.. ჰო, მითხრა, რომ გადაღლილი იყო. _ ნაწყვეტ ნაწყვეტ საუბრობდა ადელი და თვალს მიშელისკენ აპარებდა. ის მოჭუტული თვალებით უყურებდა გოგონას.
- ესიგი დაღლილი იყო.
- ჰო!
- დამცინი არა? _ იკითხა შარლოტამ.
- არა! _ თავი გააქნია ადელმა.
- მატყუებ!
- კი! _ წამოსცდა ადელს. შარლოტას თვალები გაუფართოვდა. გოგონამ კი თვალები მძიმედ დააჭირა ერთმანეთს და ჩუმად შეიკურთხა.
- ახლა კარგად მომისმინე! _ მკაცრად თქვა შარლოტამ.
- ერთი კვირა სახლიდან ფეხს არ გაადგამ! არც მიშელს დაეკონტაკტები და არც ვინმე სხვას!! გასაგებია? კიდე.. მობილურსაც მოვითხოვ! _ ხელი გაიშვირა ქალმა შვილისკენ.
ВЫ ЧИТАЕТЕ
je t'aime || Z.M ||
Fanfiction"ძვირფასო ადელინა" " ვიცი საშინლად მოვიქეცი.. ჩემს მიერ დადებული პირობა გავტეხე და მიგატოვე.." " რომ შემძლებოდა.. არასდროს.. არასდროს მიგატოვებდი ადელ.." " მიყვარხარ ფერადო, ფრანგო გოგონა.. მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.."