ბაღში სკამზე ჩამომჯდარმა ზეინმა, ადელინას ყურადღება მიიპყრო. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა მას და გვერდით მიუჯდა.
- შეიძლება?
- მანამდე უნდა გეკითხა, სანამ დაჯდებოდი. ახლა კითხვას აზრი აღარ აქვს. _ უემოციოდ მიუგო ზეინმა.
- კარგი. _ თქვა გოგონამ და ფეხზე წამოდგა.
- შეიძლება ჩამოვჯდე, ზეინ?
ბიჭმა ადელს ახედა და ოდნავ ჩაიღიმა, თუმცა მალევე დასერიოზულდა და მხოლოდ თავის დაკვრით შემოიფარგლა.
- როგორ ხარ?
- არვიცი.
- რა მოხდა ზეინ?
- არაფერი მნიშვნელოვანი.
- ზეინ! სახეზე გაწერია, რომ რაღაც მოხდა. იქნებ მითხრა?
- გითხარი არაფერია მეთქი! _ მკაცრად თქვა ზეინმა და ფეხზე წამოდგა.
- ასე რატომ მელაპარაკები? _ წარბები შეკრა ადელმა.
- მარტო ყოფნა მინდა, ადელინა.
- არ დაგტოვებ. ცუდად ხარ.
- ადელინა წადი!
- კი მაგრამ..
- კიდევ გავიმეორო?!
- რაღაცაზე ხარ განაწყენებული და ჯავრს ჩემზე იყრი! მე შენი დახმარება მინდა, შენ კი უხეშად მექცევი, მაგდებ! რა გჭირს, ზეინ?!
- დღეს ჩემი და თხოვდება, ადელ!
- და? ამაში ცუდი რა არის?!
- ეს ქორწილი არ უნდა შედგეს!
- ვფიქრობ შენი და უკვე დიდია იმისთვის, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
- საქმეც ამაშია, ადელ! ის თავისით არ იღებს გადაწყვეტილებას!
- რას გულისხმობ?!
- მამაჩემი და მისი კომპანია! ჩემ დას ვიღაც უცხოზე მხოლოდ იმისთვის აქორწინებენ, რომ კომპანია არ ჩაიძიროს! როგორ ფიქრობ, ეს ნორმალურია?
- რა?
- ჰო, ადელ! ჩემი და საშინლადაა ამის გამო! გათხოვება არ სურს გესმის? მამაჩემი კი მხოლოდ კომპანიაზე ფიქრობს! მხოლოდ მასზე! ის სულ ასეთი იყო! _ წამოიძახა ზეინმა და სწრაფად დატოვა ბაღი. ადელინა უკან დაედევნა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
je t'aime || Z.M ||
Fanfiction"ძვირფასო ადელინა" " ვიცი საშინლად მოვიქეცი.. ჩემს მიერ დადებული პირობა გავტეხე და მიგატოვე.." " რომ შემძლებოდა.. არასდროს.. არასდროს მიგატოვებდი ადელ.." " მიყვარხარ ფერადო, ფრანგო გოგონა.. მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.."