- პიროვნების გაორება.. როდესაც გაიგო, თუ რამდენად შორს შეტოპავდა ეს, გადაწყვიტა ჩამოშორებოდა მისთვის საყვარელ ადამიანებს.
- და ერთადერთ გამოსავლად თავის მოკვლა მიიჩნია?
- სამწუხაროდ.. საკმაოდ სწრაფად მოხდა ყველაფერი, მისმა შეყვარებულმა, ადელინამ თუ არ ვცდები, თავის მოკვლა სცადა.. მისი წასვლა ძლივს გადაიტანა. თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა. ეს კი სასიხარულო ამბავია..
***
ადელინას წერილი.
ყველაზე დიდი ტკივილი ამ ქვეყანაზე, დაუმარხავად სიკვდილი ყოფილა...
სხეულიდან აგლეჯილი ხორცივით მტკივა შენი წასვლა..
ვტირი..
ვიღიმი..
გიხსენებ..
მენატრები..
მეჩვენები..
და სადღაც კუთხეში მიმალული, ცოცხლად სიკვდილს განვიცდი შენი გულის გაჩერებით..
შენი სხეულის ნაცვლად ახლა, ყოველ ჯერზე, ცივ მიწას ვეკვრი. მუჭში ვიქცევ და გულში ვიკრავ..
მაშინ ვგრძნობ, რომ ჩემთან ხარ..
მაშინ მგონია, რომ მართლაც შენ გეკვრი..
გეკვრი და ქურდივით, ურცხვად ვიპარავ შენს სურნელს..
ბოლო კოცნა, ბაგეებზე შეგატოვე ცრემლებთან ერთად..
მაშინ, როდესაც შენს სხეულს კვლავინდებური სითბო დაეკარგა..
და მაინც..
ყველაზე ტკბილი კოცნა უკანასკნელი იყო..
ის კოცნა, როდესაც ბოლოჯერ შევიგრძენი შენი ბაგეების გემო..
შენთან გატარებული წუთები ახლაც ფირივით, ერთმანეთის მიყოლებით მიტრიალებს თავში..
ვიხსენებ ჩვენს პირველ შეხვედრას..
დღეს, როდესაც წვიმაში ვიცეკვეთ..
ვიხსენებ ჩვენს პირველ კოცნას..
ყოველ ჩახუტებას..
ვიხსენებ შენს მიერ წარმოთქმულ ყოველ თბილ სიტყვას..
შენი მონატრება თანდათან მკლავს..
ერთიანად მიქცევს მის მკლავებში და მბოჭავს..
აღარ ვიცი რა ვქნა ზეინ..
აღარ ვიცი შენს გარეშე როგორ გავძლო..
იმ დღეს მეც შენთან ერთად მოვკვდი ზეინ..
არა ფიზიკურად, არამედ სულიერად..
დავდივარ..
ვლაპარაკობ..
ვიღიმი..
ვაკეთებ იმას, რასაც ადამიანი აკეთებს სიცოცხლეში..
თუმცა მაინც მკვდარი ვარ..
და ეს სიკვდილი სულ სხვანაირია ზეინ..
სულ სხვანაირი..
შენი წასვლის შემდეგ, მრავალჯერ ვცადე სულიერი ტკივილი და სულიერი სიკვდილი ფიზიკურით ჩამენაცვლებინა..
თუმცა არ გამომდიოდა..
და ამის სანაცვლოდ მე ჩემს საყვარელ ადამიანებს ვტკენდი...
მათ, ვისაც ამ სამყაროში ვუყვარდი ზეინ..
ჰოდა მეც დავნებდი..
შევწყვიტე ცდა და ბედს მივენდე..
საყვარელ ადამიანებს გვერდში დავუდექი და მიუხედავად იმისა, რომ გამხნევება მჭირდებოდა აქეთ ვამხნევებდი მათ..
დედაშენი ყოველ დღე ტიროდა..
ცრემლს ღვრიდა და შენს სურათზე მიხუტებულს ეძინებოდა.
შენი და..
ისიც საშინელ მდგომარეობაში იყო ზეინ..
შენი დაკარგვა ძალიან ეტკინა..
მასაც სურდა ჩემს მსგავსად, შენთან მოსულიყო, თუმცა თვალწინ ყოველთვის დედა უდგებოდა..
უდგებოდა და ახსენებდა, რომ ახლა აღარავინ ჰყავდა მის გარდა..
ჰოდა ისიც დანებდა..
ისიც ჩემს მსგავსად დანებდა და ბედს შეეგუა, ზეინ..
ყოველი დღის შენს გარეშე გატარება საკმაოდ რთულია.
ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო. ადრე ამის მჯეროდა, თუმცა ახლა, აღარ მჯერა..
დრო საერთოდ არაფერს კურნავს..
ის უბრალოდ გვაიძულებს შევეგუოთ იმას, რაც მოხდა..
ალბათ გავა დრო და მეც შევეგუები მომხდარს..
თუმცა ვერასდროს შევხედავ სხვას, სწორედ ისე, როგორც შენ გიყურებდი..
ვერ შევძლებ ჩავეხუტო სხვას და იგივე ვიგრძნო რასაც შენი ჩახუტებისას ვგრძნობდი..
მიუხედავად ყველაფრისა შენზე მაინც მაქვს ოდნავი წყენა, გულში ჩამალული..
იქნებ, ასე რომ არ მოქცეულიყავი, გამოსავალიც გვენახა?..
იქნებ გამოგვესწორებინა ყველაფერი და ცხოვრებაც მშვიდად გაგვეგრძელებინა?..
მაგრამ ამას უკვე ვეღარ შევცვლით..
შენ დანებდი..
წახვედი..
სრულიად მარტო დამტოვე, ზეინ..
გვერდით უამრავი ადამიანი მყავს..
დედა, მამა, მიშელი, შენი და და დედა..
მაგრამ, ზოგჯერ მგონია, რომ მაინც მარტო ვარ..
სრულიად მარტო..
შენგან დატოვებული სიცარიელე თანდათან მჭამს..
ვეღარ ვუძლებ..
თუმცა იძულებული ვარ, გავუძლო..
საყვარელი ადამიანების გამო!
ცხოვრებას გავაგრძელებ, თუმცა გახსოვდეს, რომ ყოველთვის ჩემი მსახიობი იქნები!
ბიჭი, რომელიც სრულიად შემთხვევით გავიცანი პარიზის ქუჩებში..
მალევე კი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა..
მიყვარხარ და მენატრები..მშვიდობით, ზეინ..
მალე შევხვდებით, გპირდები!***
თვითმკვლელობა. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება ადამიანმა დაუშვას საკუთარი თავის მიმართ.
თვითმკვლელობა არასდროს არის გამოსავალი. ყველაზე რთულ პერიოდშიც კი.. მაშინაც კი როდესაც ძალიან გიჭირს.. როდესაც ფიქრობ, რომ მარტო ხარ.. შეიძლება იპოვო გამოსავალი, რომელიც თვითმკვლელობაზე გაცილებით უკეთესი იქნება.
განაგრძეთ ცხოვრება.
და გახსოვდეთ, რომ გაქვთ შანსი, გახადოთ უკეთესი, ხვალინდელი დღე!
თუნდაც დღეს აღარ გინდოდეთ ცხოვრება, ნუ გადადგამთ ნაბიჯს თვითმკვლელობისკენ. რადგან რა იცით რა იქნება ხვალ?!
ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა, იმისთვის, რომ თავად კიდევ უფრო შეამოკლოთ ის.
უბრალოდ გახსოვდეთ, რომ წინ გაქვთ დღეები, რომლებიც შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე დღევანდელი!
ირბინეთ, იმხიარულეთ, შეიყვარეთ, ჭამეთ, დალიეთ, გაატარეთ დრო მეგობრებთან, ჩაეხუტეთ დედას, მამას. ჩაეხუტეთ თქვენს დას, ძმას. უთხარით, თუ როგორ გიყვართ ის. ისწავლეთ, გამოსცადეთ.
გააკეთეთ ის რაც გსურთ. დაუშვით შეცდომა, შემდეგ კი ისწავლეთ მასზე.
იყავით პოზიტიურები და ნურასდროს დაეცემით იქამდე, რომ საბოლოო გამოსავლად თვითმკვლელობა მიიჩნიოთ!
_________________
მიუხედავად იმისა, რომ წერა საერთოდ არ გამომდის.. მაინც მიყვარს ის სამყარო, რომელშიც წერისას ვმოგზაურობ.. და ყოველთვის გული მწყდება, როდესაც მას ვასრულებ.. თანაც ეს ფიქცია პირველია, რომელიც ასე ცუდად დავასრულე..
მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც კითხულობდით, ავოუთებდით და აკომენტარებდით. მიყვარხართ და მიხარია, რომ თქვენი დრო ამ ფიქციის კითხვას დაახარჯეთ!
ВЫ ЧИТАЕТЕ
je t'aime || Z.M ||
Fiksi Penggemar"ძვირფასო ადელინა" " ვიცი საშინლად მოვიქეცი.. ჩემს მიერ დადებული პირობა გავტეხე და მიგატოვე.." " რომ შემძლებოდა.. არასდროს.. არასდროს მიგატოვებდი ადელ.." " მიყვარხარ ფერადო, ფრანგო გოგონა.. მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.."