ბარგის ჩალაგებამ დიდი დრო წაიღო, რის გამოც ადელინას ძილმა ერთ საათსაც ვერ გასტანა.
საუზმისას სამზარეულოში ყველას ერთად მოეყარათ თავი.
- იქ რამდენ ხანს დარჩებით? _ იკითხა ადელის მამამ და ქალს მზერა მიაპყრო.
- ალბათ ერთი კვირა. _ მხრები აიჩეჩა შარლოტამ. ადელინამ ამაზე თვალები აატრიალა და ჭამა განაგრძო.
საუზმის შემდეგ სახლი მთლიანად დაიცალა. ადელის მამა სამსახურში წავიდა. თავად ადელი და შარლოტა კი აეროპორტის გზას დაადგნენ.
- დედა! _ წამოიძახა უეცრად ადელინამ.
- რა მოხდა? რამე დაგრჩა?
- არა.. ან ჰო.. უფრო სწორად მიშელისთვის არაფერი მითქვამს. უნდა დავემშვიდობო!
- კარგი, მაგრამ იჩქარე.
- კარგი. _ წამოიძახა ადელინამ და დაქალის სახლისკენ აიღო გეზი.
***
მას შემდეგ რაც ადელინა მიშელს დაემშვიდობა კვლავ დედამისს ამოუდგა გვერდში და გზა განაგრძეს.
აეროპორტში მისვლისას ადელინამ და შარლოტამ დერეფანში ადგილები დაიკავეს და ცოტახნით დასვენება გადაწყვიტეს. ადელინას თავი კედლისთვის მიეყუდებინა და თვალები დაეხუჭა. საშინლად გადაღლილიყო.
- ადელ.. _ ახლადჩაძინებული ადელინა დედამისის ხმამ გამოაღვიძა.
- რა მოხდა?
- ყავა მოვიტანე. ერთი შენთვის, ერთიც ჩემთვის. გამოგვაფხიზლებს. _ თქვა ქალმა და ადელინას ერთი ჭიქა გაუწოდა.
- კარგი. გმადლობ. _ უთხრა ადელინამ და ყავა მოსვა.
გოგონა ყავაზე დიდად არასდროს გიჟდებოდა. მას ყოველთვის ჩაი ერჩივნა. თუმცა ახლა გამოფხიზლება ნამდვილად სჭირდებოდა და თან ვერც დედას ეტყოდა უარს უკვე ნაყიდ ყავაზე.
***
ადელინა ფანჯარას გაჰყურებდა. აქედან ყველაფერი ძალიან პატარა ჩანდა. მიუხედავად ყავისა, გოგონამ მაინც ვერ შეძლო საკმაოდ გამოფხიზლება. ამიტომაც, თავი საზურგეს მიაყრდნო და თვალები დახუჭა. დაღლილს მალევე ჩაეძინა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
je t'aime || Z.M ||
Fanfiction"ძვირფასო ადელინა" " ვიცი საშინლად მოვიქეცი.. ჩემს მიერ დადებული პირობა გავტეხე და მიგატოვე.." " რომ შემძლებოდა.. არასდროს.. არასდროს მიგატოვებდი ადელ.." " მიყვარხარ ფერადო, ფრანგო გოგონა.. მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.."