"სიბნელეში გაცნობილმა უცნობებმა შეიძლება შენი ცხოვრება სინათლეში შეცვალონ."
"წინა კართან მივდივარ და მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს გონებაში, რა შეიძლება იყოს ამ ფირებზე?"
-----
"გინდა, ჩემი მედიკამენტი იყო, ები? მეკითხება ღრმა, გამომცდელი და ჩუმი ტო...
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
Sophie: Alicia Silverstone
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
Harry: Harry Styles
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
წითელი შუქი კლუბის ყველა ბნელ კუთხეს ანათებდა. ხმამაღალი მუსიკა მთლიან არემარეს ავსებდა ,ხოლო ალკოჰოლის და მოსაწევის სუნი ნესტოებს მიწვავდა.
შეწუხებულმა ამოვიოხრე და ჩემს ჩექმებს დავხედე. ფეხი ავწიე რომ ნაბიჯი გადამედგა , მაგრამ ისევ უკან დავაბრუნე. ძირს დასხმული სასმელებისაგან იატაკი მთლიანად მოლიპული და წებოვანი გამხდარიყო.
გარშემო ნერვიულად დავიწყე თვალების ცეცება. კედელთან მდგარ სავარძლებზე ან ნაგავი ეყარა ან წყვილები სექსით იყვნენ დაკავებულნი. რა მნიშვნელობა აქვს რას გააკეთებენ. მთელ კლუბში მაინც სიბნელეა . წითელი ნეონის ნათება ბარისკენ იყო მინათებული და შუქი კლუბის კუთხეებისკენ ნაკლებად აღწევდა.