თავი მეორე

424 20 0
                                    

ნინა ☘️

  ერთადერთი რამ, რაც მამაჩემს ავიწყდება, თანაც ყოველთვის— მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, ესაა ჩაიდნის გამორთვა.

  დავით დევდარიანი მეხსიერებას არ უჩივის, ყველაფერი ახსოვს ხოლმე. ერთადერთი ეს ვერ დაიმახსოვრა.

  ...თუმცა, ელექტრო ჩაიდანზე უარი აქვს ნათქვამი. სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია დედაჩემს, რამდენჯერაც ნაზიმ უთხრა კარგი კაცო, მაგიჟებს ამ ჩაიდნის წუილი როცა დუღსო.

  და მერე ვკითხულობ, ვისგან მომყვება სიჯიუტე. დათოსგან.

– დედა, გამორთე, რა! რა გახდა?– გავძახე ნაზის, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. ჩაიდანი კი აგრძელებდა წუილს.

  გადავტრიალდი მეორე მხარეს და ვეცადე გამაღიზიანებელი ხმისთვის ყურადღება არ მიმექცია.

  მერეღა დამკრა. ჩაიდანი წუის - ესეიგი მამა სახლში იყო, დედაჩემს ხმა არ გაუცია და მაღვიძარას არ დაურეკავს.

  გული ლამის ამომივარდა თვალები რომ გავახილე და საათს დავხედე, რვას აკლდა რამდენიმე წუთი. ისევ დამავიწყდა მაღვიძარის დაყენება.

  მაღლივში უნდა გადავსულიყავი, ცხრაზე ლექცია მქონდა. ლექტორმა გადმოიტანა, თერთმეტზე არ ეცალა კაცს.

  ჯიქიადან მაღლივამდე დიდი არაფერია, მაგრამ თან ჩაცმა, თან ჭამა, თან მოწესრიგება და თან დროზე გასვლა სახლიდან... ჩემთვის მარტივი არაა. თუმცა, ერეკლე ამას ძალიან მარტივად აკეთებს. უნდა ვკითხო როგორ?!

– რა გინდა?

– გამიყვანე, გთხოვ! მაგვიანდება!

– შვილო?! ახლა გავიღვიძე და მანქანა ლადოსთანაა.

– გეეეხვეწები, რა!

– მანქანა ლადოს აქვსთქო!

– აუუუ!

– რომც მყავდეს, სოლოლაკიდან სანამ მე გამოვეტევი, საბა ცოლობას გთხოვს! დროზე დაურეკე ლადოს, სანამ დრო გაქ.

მთაწმინდასWhere stories live. Discover now