Თავი ოცდამეცხრამეტე

71 8 6
                                    

ნინა ☘️

რომ მეგონა ეს დიდი ხანი არ მოხდებოდა, ახლა ხდებოდა და გული არც საგულეში იყო და არც "ნასკებში".

>> რამდენიმე საათით ადრე <<

- მათე, ტატუს გასაკეთებლად წამომყვები? - ყოველგვარი შესავლის, გამარჯობის და მოკითხვის გარეშე დავიწყე ჩემ ძმასთან ტელეფონზე საუბარი.

- საავადმყოფოში ვარ, ფეხი მოვიტეხე.

- რა? - თვალებს ცოტა აკლდათ საბუდეებიდან გადმოსაყრელად, - რა ფეხი მოიტეხე, ხო არ გძმარავს? მართლა? რატომ არ მითხარი?

- არა, ნინა, გეღადავები. უბრალოდ, მომავალში ხალხი მოიკითხე ხოლმე ჯერ.

- ანუ მთელი ხარ?

- კი, ჯერ.

- ნუ ითარსები, - ვუთხარი და თვალები ავატრიალე, ხის კარადაზე ხელის კაკუნის პარალელურად, - თუ მთელი ხარ, გამომყვები?

- სად მივდივართ?

- ტატუს გასაკეთებლად.

- ნინა, მისამართი მინდა, შვილო, თორემ ეგ გავიგე.

- ჰო, ჰო, ნუ ჩხუბობ, - ისევ ავატრიალე თვალები და მისამართი ვუთხარი. იუარა.

- არა, ვერა.

- რატომ?

- საქმე მაქ.

- რა საქმე?

- დედა მყავს უკვე.

- მეორე არ გაწყენს.

- მადლობთ, ორივე მშობელი მყავს.

- რატომ ვერა?

- გითხარი, საქმე მაქვს.

- რამდენად მნიშვნელოვანი?

- ძალიან!

- ერთიდან ათამდე?

- ოთხმოცდა ჩვიდმეტი.

- ნაგლი ხარ!

- მიყვარხარ!

- სულ ტყუილად, არ დაგივიწყებ!

- კარგად, ნინა!

- წადი შენი-

რადგანაც ძმა ვერ გამომადგა ამ საქმისთვის, ძალიან მომინდა ლაშასთვის მეთხოვა, მაგრამ გულის დიდი ნაწილი მთხოვდა, რომ ჯერ არ მეთქვა და გაკეთების შემდეგ მეჩვენებინა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ დიდად არ მხიბლავდა რაღაცის დამალვა მისგან.

მთაწმინდასWhere stories live. Discover now