თავი მეორმოცე

89 9 1
                                    

ნინა ☘️

ერეკლესთან, ფაქტობრივად, გავრბოდი. ფეხი არ გადამტრიალებოდა, მეშინოდა, მაგრამ იოანესთან ერთად მელოდებოდა და უნდა გველაპარაკა.

გველაპარაკა, რა? მე უნდა მელაპარაკა, იმათ მოესმინათ. ახალი, სასიხარულო ამბავი ხომ უნდა გამეჟღერებინა.

- კარი ნუ ჩამომიღე, შვილო, საჭირო რაღაცაა! შემოდი, - მითხრა ერეკლემ და შემიშვა.

- იოანე აქაა ჰო უკვე?

- კი. ხო გითხარი, გელოდებითმეთქი.

- ძალიან კარგი.

- უბრალოდ, ერთი სახლიდან თუ მოდიხართ, ერთად წამოსულიყავით.

- მე საქმე მქონდა, - უპასუხა იოანემ და მანიშნა, დროზე დაჯექიო.

მერე, მანიშნა დროზე მოყევიო, მაგრამ გამაჩერა. სხვებსაც დავურეკოთო.

ჯგუფში დავრეკეთ და როგორც კი ელენეც გამოჩნდა ეკრანზე, ყველაზე პატარამ მანიშნა დაიწყეო.

მეც ვთქვი, რომ რაღაცა მოხდა წინა ღამეს, არ დამიკონკრეტებია. უბრალოდ, საქმის კურსში ჩავაყენე ძვირფასი საზოგადოება. ერეკლეს ლამის პირი გაეხა ღიმილისგან. იოანე იცინოდა და ტაშს უკრავდა შიგადაშიგ. ლადომ მილიონჯერ დაუსტვინა. ნია კი მილიონჯერ ახტა და დახტა ადრენალინმოზღვავებული. დათოსა და ელენეს უხაროდათ, ღმერთო, ხალხი მართლა წყვილდება ნელ-ნელაო.

მღრეობიდან საღამოს წამოვედი. რვა იყო დაწყებული, სადარბაზოსთან რომ მივედი. მხარზე ხელი შემეხო და შეშინებულმა წამოვიკივლე მოტრიალებასთან ერთად.

იქ იდგა და შეწუხებული მიყურებდა.

ყურსასმენები მოვიძრე და ღიმილით თავი გავაქნიე.

- გული გამიხეთქე.

- მაპატიე.

მთაწმინდასWhere stories live. Discover now