თავი მეცხრე

189 12 0
                                    

ერეკლე 🥃

– მე ვსვავ!

– კაი, დალიე, ჰოოო!!

– როდის მოვა ის? დამდეგის დამდეგს?

– მოვა, რა. რა გაუტრაკეთ?

– სიტყვები, სუფრასთან ხარ!

– შე ღლაპო, გაჩუმდი აბა!

  გამარჯობა, ესენი ჩემი მეგობრები არიან. არ გაგიკვირდეთ და არც მოგერიდოთ სიცილი.

  ტრადიციულად, იოანე ავთანდილის ძე ბარათაშვილი აგვიანებდა. ნია დათოს ეჩხუბებოდა (უკვე ნასვამს). ლადოსთვის, ჯერჯერობით ერთადერთი ფხიზელისთვის, მეც მქონდა ნაღალატები და გადაკრული ღვინო, სამი ჭიქა, დიდი არაფერი. ნია და ნინასაც დალეული ჰქონდათ. ელენე გვერდით არ გვყავდა, არ იყო ქალაქში.

  ახალი წელი მოდიოდა და სამეგობრო ერთად ვიყავით, ისევ ჩემთან, შეკრებილი.

  ოცი დააკლდა თორმეტს და იოანეს სახე გამოჩნდა ზალაში, დედაჩემის უკან.

– მაესტრო, მოსულხარ!

– იმედია, ძაან არ დავაგვიანე, ისევ ძველი წელია. კარგადაც მოგისწრიათ დალევა.

  თქვა და კურტკის დასაკიდებლად უკან, დერეფანში გაბრუნდა. ნიას ვანიშნე ჭიქა მომეციმეთქი და ღვინო დავუსხი.

– აბა?! რას აკეთებ, ერეკლე?– შეიცხადა დედაჩემმა და ნინამ ახედა ღიმილით.

– უფ, კაი დედა, არაფერი მოუვა.

– ჯერ ჭამოს, მერე დაალევინე.

– ღლაპია, რა უნდა მოუვიდეს?

  დედაჩემმა ხელი ჩაიქნია და სამზარეულოში გაბრუნდა.

---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ---- ----

ლადო

  ორს აკლდა რაღაცა და ერეკლე და დათო ღრიალებდნენ "ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტოს." ნინა და იოანე ლაპარაკობდნენ, კარგადაც იცინოდნენ და ნია ვიღაცას ელაპარაკებოდა ცალკე ოთახში.

მთაწმინდასWhere stories live. Discover now