თავი მეთორმეტე

172 11 8
                                    

იოანე 🍼

  მოვიდა პატივცემულის დაბადების დღე, ანუ ერეკლესი. თან, რა კარგ დღეს იცით? პარასკევს, ჩვენ ტრადიციულ დღეს- "ჯოკერობას"!

  მაინც გზაში ვბრძანდებოდი ასევე პატივცემული მე და გადავრეკე ხალხობასთან: "რამე ხომ არ გჭირდებათ, მე ვიხდიმეთქი?!" (სარკაზმი შენიშნეთ?)

  პასუხიც შესაბამისი იყო თვით იუბილარისაგან: "ამოეტიე, შე ციგლიანო ბავშვო, დროზე! უნდა გაგჭყიპო სპირტიანი ყურძნის წვენითო".

  რა ხუმარა ბიჭი გვყავს?!

  ავედი და მაგარი გამიტყდა (ვღადაობ); უკვე მოესწროთ სიცილი და კისკისი. ნინა და ლადო აშკარად დათოს დასცინოდნენ, თან კარგად და ხოშიანად დასცინოდნენ. აი, ხო იცით, მუცელზე რომ გიდევს ხელი და ცდილობ გაჩერდე, თუმცა ძმაკაცია თუ დაქალი იქვე, გადახედავ და თავიდან იწყებთ, თანაც არსაიდან, ისევ სიცილს? აი, მასე! თან, ამათ შემთხვევაში, დაცინვის ობიექტი ბატონი ბაგრატიონი აღმოჩნდა.

– რა იყოთ, ხალხო? ასეთი სასაცილო რა მოძებნეთ? ვა, ელე!

  გავუღიმე დაცინვის ობიექტის შეყვარებულს, რომელიც ასევე იღიმოდა, ჩავეხუტე და რომ არავინ მიპასუხა, ელენეს ვკითხე, რა ხდებამეთქი, ვიცოდი აუცილებლად მიპასუხებდა.

– რა ხდება და ნინამ თქვა გამოვიძახოთო. ჰოდა, რაღაცეები იჩალიჩეს და გაირკვა, რომ დათოს ახლა ჩარიცხვია, რა ქვია, ანგარიშზე...ფუ!..

– ხელფასი! -შეაშველა დავითამ, რომელიც კიდევ იღიმოდა, შემდეგ კი თვალებზე მოისვა ხელი და ფეხი ფეხზე გადადებულმა ჩაიქირქილა.

– ჰო, ეგ და მოკლედ, ამან იუარა, "მაგდენიც არ მაქ, ერეკლეს საჩუქარმა წაიღო ბევრიო" და "კაი, მე ვიზამმეთქი!" და...

  ახლა, ამასაც აუტყდა შუა-შუა სიცილი და ლადო წაეშველა, ნინაზე ოდნავ მშვიდად იყო, თუმცა ცრემლებს კი იწმენდდა.

– მერე? რა ხდება?

– ჰოდა ამან გამოიძახა რაღაცეები, ელენემ, და დათოს მოსდის მესიჯი ჩამოგეჭრათ სამოცდა-რამდენი? ცამეტი თუ ცხრამეტიო და აღმოჩნდა, რო ელეს თავისთან, აპზე ქონია დათოს ბარათი მიბმული.

მთაწმინდასWhere stories live. Discover now