ოცდამეთოთხმეტე

86 9 0
                                    

ერეკლე 🥃


პარასკევი. ყველამ ვიცით რა დღეცაა.

ამჯერად, ლადომ უმასპინძლა ჯოკერობას და თავშეყრის ლოკაცია მეოთხე პლატო იყო. დარჩენა შემოგვთავაზა, რადგან მშობლები წასულები იყვნენ და თავისუფლება იყო სივრცის მხრივ. ყველა დავთანხმდით.

ბაგრატიონმა "ხელები გაასავსავა", მე ვერ დავრჩები, ფეხმძიმე და ჯინიანი ქალი მიზის ბინაში, ვერ გავრისკავო. სანამ ჩვენთან მოვიდოდა, იქამდე სახლში წაუჩხუბიათ და ანერვიულებული შემოვიდა ოთახში. მიზეზი არ უთქვამს.

- კარგი, ბიჭო, შენც! ორსულობის რამეა, რა, ალბათ! ან გადაუვლის ან სახლში ადრე წადი და რომ მიხვალ, დაელაპარაკე! - თქვა ლადომ აივნიდან და დამთავრებისას გააბოლა. ნია კი რქებით დაეტაკა.

- ნუ აბრალებ ბავშვს, შეიძლება მართლა რამე დააშავა, არ იცი შენ!

- ძალიან იჩხუბეთ? - ვკითხე და კარადის თაროდან ხელში გადმოვიტანე რუბიკ-კუბიკი. დავშალე და აწყობას შევუდექი.

- არ ვიცი, რა! ვერ მივხვდი, რაზე გამიბრაზდა!

- და რაზე მოეშალა ნერვები? - ლადომ იკითხა, მაგრამ დათომ ცხვირი შეჭმუხნა, ხმა არ ამოუღია.

- კარგი, არ მოგვეკითხება, - თქვა ნიამ და ლადოს გახედა. იმან ხელები აწია, რას მეჩხუბები, ვიკითხეო. გააბოლა.

- უბრალოდ, განერვიულებული იყო; წყალს სვამდა დიდი ჭიქიდან. ვუთხარი დავრჩებიმეთქი, მაგრამ ლამის წიხლით გამომაგდო. შეიძლება უნდა დავრჩენილიყავი.

- აუ, კაი რა! - ყვითელი ფერის ბოლო კუბიც ჩავსვი და მაგიდაზე გადავდე გასართობი, - ისიც დამშვიდდება და შენც ცოტა ხანს გახვალ გარე სამყაროში.

- ჰო, ხშირად ვეღარ გხედავთ, ჩაიკეტეთ ორივე, - ლადომ "ბიჩოკი" საფერფლეში ჩატოვა, შემოვიდა, გვერდით მიუჯდა ნიას და ბარძაყზე ხელი დაადო.

- "ელენე" და "ჩაიკეტა" ერთ წინადადებაში ვერ დაიშვება! სულ გარეთ უნდა, სასეირნოდ გასვლა უნდა, დაქალებს ნახულობს და რაღაცა.

მთაწმინდასWhere stories live. Discover now