თავი ოცდამეათე

108 9 3
                                    

ნინა 🍀


ხელოვნების მუზეუმში შევედით და ლაშას ნაცნობიც, როგორც დაპირებული ქონდა თვალავაძეს, იქ დაგვხვდა. შუახნის კაცი, ჩემდა გასაკვირად, კარგ ფორმაში იყო (ძირითადად ასეთ საქმეზე მომუშავეები მამაჩემივით ბურთები ერიან ხოლმე). პეპლები აღარ ერქვა; ზოოპარკი მედგა მუცელში. ეს რაა, უფალო?!

წინ მე გამიშვა და ამ კაცთან რომ მივედი სწრაფი ნაბიჯით, მერეღა მოვტვინე, მე არაფერი მესაქმებოდა მასთან და ლაშას გასარკვევი და მოსაგვარებელი იყო. რომ მოვტრიალდი, ჩემს უკან იდგა და რომ ჩამომხედა? ბავშვის კანზე მეტად ნაზი მზერა ქონდა. ღმერთს და ყველა წინაპარს ვფიცავ. საკუთარ სულს ვფიცავ!

ისევ უცნობს გავხედე, ღიმილით.

– ლაშიკო!

– დავით, როგორ ხარ?

– კარგად, მადლობა. აღარ გკითხავ, გადასარევად იქნები! – უფროსებს მაგრად ევასებათ ახალგაზრდების უხერხულში ჩაყენება, ჰო?

ბატონმა დავითმა მე გადმომხედა და მერე გაგვიღიმა. მეც ძალაუნებურად გამეღიმა და უკან გადავიხარე, ლაშას მივეყრდენი. მისი თითები ვიგრᲫენი, ჩემი ჯინსის შარვლის საქამრეებს როგორ ჩამოეკიდა მისი საჩვენებლები. მისი სუნთქვა კი მუცელში დაყენებულ კორიანტელს საერთოდ არ შველოდა, თუმცა უცხო გარემოში რომ ვიყავი და უცხო ადამინის წინ ვიდექი, ამაზე დამამშვიდებლად მოქმედებდა მაგრამ გული ვერაფრით დამშვიდდა. უფალო, ასე გრძნობს თავს ადამიანი, როდესაც...

– რომელი დარბაზი?

– რომელს გვირჩევ?

დავითი წამოდგა სკამიდან და მარცხენა დარბაზისკენ წავიდა. ლაშამ საქამრეებით ჩემი ტანი წინწასული მამაკაცისკენ გაქაჩა და თითქოს ფეხებიც ბრძანებას ელოდებოდნენ, მაშინღა დავიძარი.

მთაწმინდასWhere stories live. Discover now