we back, bitches!
__________________________________ნინა ☘️
ნაზი ასეთი ნერვებაწყვეტილი მხოლოდ ერთადერთხელ მინახავს. ისიც მაშინ, როცა მათემ შეყვარებულის- უკვე ყოფილი შეყვარებულის- სახლში მოყვანა დააპირა. ბინაში ამოყვანა- გაცნობა ცუდად მახსენდება.
- დედა, ძალიან წრიალებ, იცი?
- წადი, მამაშენს უთხარი ადგეს, მომეხმაროს. რამეში მაინც გამომადექით ან ერთი ან მეორე.
ტუჩები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე , ხმამაღლა რომ არ ავხარხარებულიყავი. მათე წამით დედაჩვენს მიაშტერდა, რომელიც ჭურჭელს ყუთში ალაგებდა და ოთახიდან თავის ქნევით გავიდა.
- ოთხმოცი თეფში არ მინდა, არ ვაპირებ მაგდენი ადამიანის მოყვანას-
- დამაცადე, აბა? გადმომიდგა აქ მცოდნე. შენ რა გაგება მაგისა?
- ჰო, არა, შენ არ აღიარო რომ შვილი სიმართლეს ამბობს.
მივედი და თეფშები როგორც ჩაალაგა, ისე ამოვალაგე უკან.
- რომ დაგჭირდეს, ჩემთან არ მოხვიდე კისრის ტეხით. მათე, სადა ხარ, შვილო, დავბერდი.
- დაგაგვიანდა, უკვე ხარ! - უპასუხა ჩემმა ძმამ და მომღიმარ მამაჩემთან ერთად შემოვიდა.
- აბა, რა გინდა?
- გოგო მიდის და ვატან რაღაცეებს. ესენი გაიტანეთ, - გასცა ბრძანება ნაზიმ და თვითონ სხვა ოთახში გავიდა, "ჩაის ტილოები" და პირსახოცები უნდა მოგცეო.
- არ გინდოდათ ერთად გადასულიყავით, შვილო? თუ ერთ სახლში არა, ერთდროულად გასულიყავით სახლიდან. შენც რომ გადახვალ, კიდე ერთხელ უნდა აიფხოროს და აქაქანდეს.
- და თქვენ ორი როდისღა შეეშვებით ერთმანეთის დაგოიმებას?
- მარტო ეს ორი? მთელი ოჯახი ერთმანეთს ვაგოიმებთ და შეურაცხყოფას ვაყენებთ, წლე-ბი-ა, - თქვა მათემ და ყუთი დასკოჩა, აწია და დერეფანში გაიტანა.
YOU ARE READING
მთაწმინდას
Romance- მისმინე, რაღაცა უნდა გითხრა. - და რა უნდა მითხრა? გაჩუმდა და ეშმაკის ბორბალს ახედა. - გისმენ? რა უნდა მითხრა? - მიყვარხარ. პირი დავაღე. არ ველოდი. _______ 16/10/22-