თავი ოცდამეხუთე

95 8 0
                                    

ნია

    სიჩუმე იყო... ახლა უხერხულად ვგრძნობდი თავს.

— შენ, გოგო, კარგად თუ ხა– გეთქვა, მოგეწერათ, რომ ცუდად გახდი! მე კიდე რა ამბავი დაგაწიე?!

— ჰო გითხარი, არ გინდა გაგებამეთქი.

— არა, ქალო, ჰო არ გაკლია? არა, გაკლია. უნდა გეთქვა, თან მაშინვე! ასეთი რაღაცა როგორ არ მითხარი? ან მე რატომ ვერ დავინახე? ღმერთო, ნია! ვაფშე არც გავიხედებოდი მაგ გამოფენისკენ! თან ჰო ვიცი სიცხე რომ გეზიზღება.

— კაი, ქალო, შენც კიდე! ახლა პანიკობ უკვე! უბრალოდ დამცხა და მწყუროდა საშინლად! იმან კიდე გამიყვანა სახლში. მორჩა!

— კაი, ეგრე იყოს.

სიჩუმე იყო.

— გენაცვალეთ–

— ღმერთო, გაგითიშავ ახლა!

(3 დღით ადრე)

    ნინამ შემოგვთავაზა ვინმე გავყოლოდით გამოფენაზე. მე და ლადო დავთანხმდით, ისე რომ არც შევთანხმებულვართ ერთმანეთში და დევდარიანიც სიამოვნებით დაგვთანხმდა (ყოველშემთხვევაში, ასე ჩანდა მონაწერში). მერე კი ვფიქრობდი, რომ სიცხეში გასვლა მეზარებოდა, თუმცა რადგან შევპირდი, ვერ გადავაგდებდი. წყალი უნდა წამეღო თერმოსით, ყინულიანი.

    ორი დღის შემდეგ კი "ესენი დამღუპავენ" სახით იჯდა მანქანის უკანა სავარძელზე. ფეხები აქეთ-იქით ქონდა გადადებული და პირდაპირ შუაში იჯდა.

    მე კი ნერვებმოშლილი ვიჯექი, რადგან ტელეფონიც და ის ყინულებიანი წყლით სავსე ბოთლი, ასე საგულდაგულოდ რომ გავამზადე წამოსაღებად, სახლში დამრჩა და მაშინ გამახსენდა, როდესაც უკვე ვიჯექი ლადოს მანქანაში და ნინას სახლთან ახლოს ვიყავით.

— ვისი გამოფენაა? – კითხა ლადომ და მარჯვნივ შეუხვია.

— რომ გითხრა, ძალიან მიხვდები, ჰო?

    ჭელიძემ სარკეში ღიმილით გახედა და მაინც თხოვა ეთქვა, ვისი და ვისი ნამუშევრების სანახავად მივდიოდით. სიცხე ზედმეტად მაწუხებდა. ამ დროისთვის კი თბილოდა და შემაწუხებელი იყო ნაჭრის შარვალსა და ბრეტელებიან, მოკლე მაისურში.

მთაწმინდასWhere stories live. Discover now