⚠️ Თქვენი აზრიᲗ, რას უნდა ნიᲨნავდეს️ ხᲨირი update-ი? ⚠️
____________________________________
დათო 🔥
ჩემი დაბადების დღე.
დიდი ბიჭი გავიზარდე და კარგად ვიყავი, მაგრამ ჩემი შვილის დედა კი წრიალებდა. მარტივად რომ ვთქვათ, წკმუოდა ძაღლივით და გაბრაზებული დედაკაცივით შიგადაშიგ შემომიბღვერდა ხოლმე. ხან ნავთი უნდა მეყლაპა, ხან უნდა მცოდნოდა რომ ბავშვს რომ გააჩენდა, ჩემი იყო და ხანაც, ვციტირებ, მისი "გულის ოთხივე პარკუჭში" ვიჯექი.
რასაც ეგ ნიშნავს...
ერეკლე ნაადრევად მოვიდა იოანესთან ერთად ინფორმაციით, რომ ნინას დააგვიანდებოდა, თუმცა საპატიო მიზეზი გააჩნდა.
– რომ არ მოვიდეს, მერე დაჭირდება მაგ საპატიოს დახმარება რომ გადაეფაროს, თავი არ წავაცალო. თორემ, იქამდე რაში მინდა? კარგად შეინახოს, არ დაეკარგოს ეგ "მიზეზი".
ლადო და ნიაც მალევე შემოგვიერთდნენ და თან ლუდები ამოაყოლეს, ელენესთვის კი ვაშლის წვენი, რომელსაც ლუდის ფერი ქონდა.
– როგორ შეიძლება სასმელი არ მოგვეტანა, აბა? ბოლო-ბოლო, ბაგრატიონი უნდა შობოს და თვითონ ბაგრატიონის ცოლობისგან რაღა უკლია? რა ვიცი, რა ვიცი, – თქვა ლადომ და ლენეს გახედა, რომელიც ახლოში რომ მჯდარიყო, აუცილებლად გაარტყავდა თავში ბეჭდიან ხელს, მაგრამ ახლა შორს იჯდა და უბრალოდ მამისმკვლელი თვალებით გახედა.
შემდეგ კი საჩვენებელი თითი აწია და დაემუქრა:
– თუ მოკვდი შენ, ახლავე ყველას გიბარებთ, მე ვიყავი! არ აწვალო ის ღიპიანი გამომძიებელი ბიძიები. ვინც შენ გაგაშაყირებს, მე დავხვდები საიქიოს გასასვლელში, დე, არ იღელვო, – მუცელზე ხელი მოისვა და ვაშლის წვენი "ბოროტი" თვალებით მოსვა.
YOU ARE READING
მთაწმინდას
Romance- მისმინე, რაღაცა უნდა გითხრა. - და რა უნდა მითხრა? გაჩუმდა და ეშმაკის ბორბალს ახედა. - გისმენ? რა უნდა მითხრა? - მიყვარხარ. პირი დავაღე. არ ველოდი. _______ 16/10/22-