ნინა ☘️
ლადო, მე და ნია- არა! მოიცა...
მე, ლადო და ნია ერთად მივდიოდით გამოფენაზე. თუ ძალიან გაინტერესებთ, მე თვითონაც არ ვიცი, ეს ტრიო რატომ. ვგულისხმობ, რატომ წამოვიყვანე ეს დუო.
(ორი დღით ადრე...)
— მათე, ძალიან გთხოვ, რა! თან კაი ხანია, რაც აღარ გავსულვართ ერთად! გამოფენაა უბრალოდ!
— შემეშვი, რა, არ მინდა!
— თუ გინდა, ნურც შემოხვალ! გეფიცები, ერთ წრეს დავარტყავ და გამოვალ. საჭმელიც კი იქნება, დაჟე.
— გა-ა-ჯვი! შემეშვი, ნინა, სანამ რამე დაგიშავე, რა!
— იმ მხატვარსაც და ფოტოგრაფსაც შეხვდები და შეიძლება, ნაცნობები ნახო! და იქ თუ არ შეჭამ, თუ გაგისწორდება, სადმე დავსხდეთ და ვჭამოთ!
— აი, შვილო! ქართული არ გესმის? შემეშვი, ანუ თავი დამანებე, რა!
— აი, შენსავით უმადური... უმადურიც არა! აი, უზნეო, გათახსირებული, გამოქალიავებული, გასატყავებელი რეგვენი თუ შემხვედროდეს ამ ქვეყნად, რა! ფუ, აი, შენი სინსილა გაწყდა, შე... შე არა ადამიანო! ფუ!
ერთ-ერთი რამ, რასაც დედაჩემს უნდა ვამადლიდე, არის ადამიანის წყევლა.
ჩათში მივიწერე იმის გასარკვევად, თუ ვინ იყო თავისუფალი და არ დაეზარებოდა ჩემთან ერთად წამოსვლა გამოფენაზე. მაშინვე მიპასუხა ნიამ, რომ შეძლებდა, რამაც ძალიან გამახარა და რაც ასევე იყო მიზეზი იმისა, რომ რამდენიმე წუთში, ლადოსაც უცბადვე დავთანხმდი ჩვენთან ერთად წამოსვლაზე ისე, რომ ვერც გავიაზრე, რომელ დუოსთან ერთად მივდიოდი.
~~~~~
ახლა კი ასეთ დღეში ვიყავი; შეყვარებულობას რომ ცოტაღა აკლიათ, მასეთ ხალხთან ერთად ვიჯექი, მარტო, მანქანის უკანა სავარძელზე. ფეხები აქეთ-იქით მქონდა დადებული და პირდაპირ შუაში ვიჯექი.
YOU ARE READING
მთაწმინდას
Romans- მისმინე, რაღაცა უნდა გითხრა. - და რა უნდა მითხრა? გაჩუმდა და ეშმაკის ბორბალს ახედა. - გისმენ? რა უნდა მითხრა? - მიყვარხარ. პირი დავაღე. არ ველოდი. _______ 16/10/22-