თავი ოცდამეექვსე

144 10 0
                                    

ნინა ☘️

    მათე წამომყვა სახლების სანახავად. ვაკეში მოვხვდით და ჯერ ფალიაშვილისაზე წავედით, იქაური სახლი ვნახეთ და მერე წამოვედით უკან, პოლიტკოვსკაიაზე.

    საბოლოო დასკვნითაც პოლიტკოვსკაია შეირჩა. ფალიაშვილსაზე იაფი იყო, უფრო ნათელი, შედარებით მაღალი ჭერით და ახლოს იყო ჩემს ოჯახთან. თუმცა მეორე წყნარი იყო საძინებლების მხარეს. ორი დიდი, სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახი, ვრცელი აივანი და ფართო სამზარეულო ჰქონდა... და ამასთან ერთად ძვირი იყო.

    ნიასთან მივდიოდით იქითა კვირას, უფრო სწორად ხუთ დღეში. მე, ლადო და იოანე ლადოს მანქანით. დათო და ელენე დათოს მანქანით წამოვიდოდნენ. ორივეს, უფრო დათოს, ერჩივნათ ასე ყოფილიყო. "გეფიცები, მართლა მგონია, რომ ეგ ატარებს ბავშვს და არა მე, რა! მაგდენს მე არ ვნერვიულობ!" გვითხრა ელენემ თავის გაქნევით და თვალების გადატრიალებით.

    "Open Air"-ის ბოლო კონცერტი ხუთი დღის წინ იყო. მათე იყო წასული, რაღაცნაირად მოახერდა და მე დაველოდე, (გავათენე) თან კინოს ვუყურებდი და რომ შემოვიდა, ხელიც, რომელიც უბრალოდ მხარზე ეკიდა, კი არ აუწევია, მოხლოდ საჩვენებელი და შუა თითები აწია და მაშინვე ოთახისკენ დაიძრა. მთვრალი თუ არა, ნასვამი მაინც იყო.

    ფეხით ამოვდიოდით და ჩემ საყვარელ ადგილთან მოვედით. შევთავაზე, ყავა ვიყიდოთ და ავიდეთმეთქი, მაგრამ იუარა, თავი მისკდება და სახლში მინდა მალეო. რა უნდა მეთქვა? სახლში წავიდა და მე კი კარები შევაღე. მაგრამ რა თქმა უნდა, მთხოვა ნეც ამომიტანეო. ესიგი, ამის მაგივრად მე უნდა ველოდო ამის ყავას, უფრო გვიან ავიდე სახლში და ამან მერე დალიოს? ვფიქრობ, ძალიან აშკარა და მისახვედრია, თუ რა დონის ნაგლია!

    შევედი თუ არა, მაშინვე თვალში მეცა რატი, რომლის შემობრუნებასაც ველოდი, რათა ხელი დამექნია. სალაროსთან, ალბათ ახალი გოგო იდგა. წყვილი მწვანე თვალი კი არსად ჩანდა.

მთაწმინდასWhere stories live. Discover now