თავი მეთექვსმეტე

155 11 1
                                    

ნია

  წვიმდა. მიყვარს ეს ამინდი.

  ალბათ, ყველაზე ემოციური მომენტია (პირადად ჩემთვის ყოველშემთხვევაში), მთელს ცხოვრებაში, როცა გაიაზრებ შენს გრძნობებს და დააფიქსირებ, თუ ვინაა მათი გამომწვევი მიზეზი.

  მე და ჩემი სამეგობრო წრე ორ წელზე მეტია ვმეგობრობთ. უბრალოდ, ყველაზე ძერსკი სასტავი ვართ, მგონი, მთელს დედამიწაზე, თავისთავად ცხადია ჩვენებურად. ყოველთვის მაგარ რამედ მიმაჩნდა ჩვენი ასაკთა სხვაობა და ის, რომ მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მაგრად ვმეგობრობთ.

  ყველა ყველაზე ზრუნავს (...ჰო, აი მანდ!). თუმცა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდია, ლადომ მოუხშირა... მარტო მისკენ ვერ გავიშვერ ხელს- მეც, ჩემი მხრიდან, მოვუმატე. როგორ ავხსნა?.. ან შეიძლება მე მეჩვენება! მაგრამ მის და ნინას ურთიერთობას რომ ვუყურებ, რაღაცნაირად... წყნარი და ჩვეულებრივი უახლოესი მეგობრების ურთიერთობაა, ხომ ხვდებით? ისე ეხუტებიან... ჩვეულებრივ, ხოლო ჩემთან რომ მოდის ხოლმე, ისე მეხუტება, თითქოს საუკუნეა არ ვუნახივარ.

  ახალი წელი რომ ავიღოთ: ჩემი კურტკა გამომიტანა! ცხრაასჯერ შეამოწმა როგორ ვიყავი და ცხრაასჯერვე, თუ მეტჯერ არა, შემახსენა: "არ გაცივდე, მალე შემოდი!". მერე, ფეხი რომ არ მოვიცვალე ადგილიდან, მკითხა "მე შეგიყვანოო?" და მანდ შემრცხვა...

  აი, პეპლები მუცელშიო და რამე...

  კიდევ კარგი ნიავი უბერავდა, თორემ ლოყები "ლამფოჩკასავით" მექნებოდა გამოსაცვლელი (მინიშნება: "ლამფოჩკა" იწვის).

  ცოტა მერე, ერეკლეს დაბადების დღეზე მგონი, გარეთ რომ გამოვედი ტელეფონზე სასაუბროდ, მალევე თვითონაც გამოვიდა და ახლა უკვე თავისი კურტკა გამომიტანა! გესმით? თავისი...

მთაწმინდასWhere stories live. Discover now