თავი ოცდამერვე

97 12 0
                                    

• ფოტო თავის მეორე ნახევარს ეკუთვნის. ასევე, ვიკიდებთ რომ მზის ჩასვლაა და საღამოა დილის მაგივრად

• არ არის შესწორებული
______________________________________________

ლადო

- კარგი, ასე ვქნათ, - ელენემ წამოიწყო, როდესაც ყველამ პატარა ბავშვებივით ჩვენის გატანა დავიწყეთ, - მე, დათო და იოანე წავალთ საშიშ ოთახში, დავით გაჩუმდი, და ნინა და ნია წავიდნენ "Lazy River"-ზე. ბიჭებო, თქვენც გაყევით გოგოებს და ბოლოს, ვისაც მოგინდებათ, "ბუსტერსაც" გავუაროთ.

ყველამ ყველას გადახედა, მივხვდით უკეთესი აზრი სხვას არავის მოეპოვებოდა და დავიყავით. ყველა იქ წავედით, სადაც რძალმა გაგვანაწილა.

რიგამდე რომ მივაღწიეთ, უცბად ცხადი გახდა თუ ვისთან ერთად მოვხვდი აქ. თავი მარჯვნივ გავატრიალე ფრთხილად და თვალებ გაბრწყინებული ნია შემრჩა. ნიასთან ერთად.

გულში სითბო გადმომემღვრა და ალბათ კედლებს მივაწყდებოდი სიხარულისგანაც, რომ ყოფილიყო. მაქსიმალურად სწორი სახე შევინარჩუნე და "ციცინათელას" ბარათი გავამზადე. ერეკლეს და ნინას ჩუმმა სიცილმა მათკენ მიმატრიალა და რომ დამინახეს ვუყურებდი, გამიღიმეს.

- კარგი, ახლა თქვენ დასხდებით მანდ, ჩვენ უკან წამოგეწევით, - თქვა ერეკლემ, მაგრამ ნიამ მოუყრუა და ნინას ხელი გაუყარა, წინა მხარეს წაიყვანა და "ნავში" ჩასვა.

- ამას იდეაში შენთან არ უნდა სდომებოდა?

- ჰო, რავი. ალბათ? - ვუპასუხე მეთვითონაც დაბნეულმა და დავეწიეთ.

ტყუილად არ დაურქმევიათ ამ ატრაქციონისთვის "lazy"; იმდენად გაიწელა ორივესთვის, რომ იმასაც განვიხილავდით, წყალში რომ გადავმხტარიყავით, პერსონალი ან დაცვა რას გვეტყოდა? ტექსტების შედგენასაც კი მოვყევით, რას როგორ ვეტყოდით და დრო დავნიშნეთ (სპეციალურად ცოტა ხანი ვთქვით), რომ ამა და ამ დრომდე თუ არ მორჩებოდა, უნდა გადავმხტარიყავით და მერე ყოფაც კი გვტირებია, არ გვაინტერესებდა ვინ რას გვეტყოდა და რას მოგვიხერხებდა.

მთაწმინდასWhere stories live. Discover now